სიახლეები
სკოლები

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ,,ვაჟაობა“ გაიმართა
27-06-2019
-
+


წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა - ფშაველას კვირეული გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის მიზანი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის ბუნების დიდი მგოსნის განსხვავებული სახით წარმოჩინება და მისი შემოქმედების უკეთ შემეცნება იყო.

საინიციატივო ჯგუფმა (XI კლასი; ხელმძღვანელი: ბელა თოლორაია) სკოლაში წინასწარ წარადგინა განრიგი, თუ რა სახის ღონისძიებებსა და აქტივობებს დაეთმობოდა თითოეული სამუშაო დღე.

კვირეული სკოლაში არსებულ „მომავლის კლასში“ გაიხსნა, სადაც XI კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა თემებზე დამოუკიდებლად მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. გაიმართა საინტერესო ვიდეო მასალების ჩვენება, მოსწავლეებმა მიმოიხილეს ვაჟა - ფშაველას ბიოგრაფია, პოეტის ცხოვრების ქრონიკები, მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწარმოებები და მათი შექმნის ისტორიები. ამავე დღეს მოეწყო სკოლის შვიდი კლასის შექმნილი კედლის გაზეთების განხილვა.

კვირეულის მეორე დღე წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის „მომავლის კლასში“ ვაჟას პოემის - „გოგოთურ და აფშინა“ განხილვას დაეთმო. მონიტორზე აჩვენეს კადრები სპექტაკლიდან, რომელიც სწორედ ამ პოემის მიხედვით დაიდგა ამავე სკოლის ყოფილი და ამჟამინდელი მოსწავლეების მონაწილეობით.

მესამე სამუშაო დღეს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა, ირმა თოლორდავამ XI კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე: ორი სამართალი - ალუდა და თემი. მოეწყო დისკუსია. მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

კვირეულის IV დღე სკოლის ხელმარჯვე მოსწავლეების,  ვაჟას ნაწარმოებების შთაგონებით შექმნილი, ილუსტრაციების გამოფენამ მოიცვა. მათ შექმნეს, როგორც ფერწერული ნამუშევრები, ასევე - გრაფიკული შედევრები. IX კლასის მოსწავლემ, ირაკლი მიქაიამ, დამთვალიერებელს დამოუკიდებლად შექმნილი ილუსტრაციების წიგნი შესთავაზა. აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ გამოფენაზე შეინიშნებოდა მეორეკლასელთა ნამუშევრების სიჭარბე.

 სკოლაში ვაჟა - ფშაველას კვირეული ვიქტორინით დაიხურა, რომელიც სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში გულმოდგინედ ამუშავებდნენ ვაჟას ბიოგრაფიას, ლექსებს, მოთხრობებსა თუ პოემებს. ვიქტორინა კი სწორედ მათ მიერ შეძენილი ცოდნის გამოვლინება იყო.

III –V კლასებს შორის გამარჯვება III ბ კლასის მიერ წარდგენილ გუნდ „ფესვებს“ ( ხელმძღვანელი : ლელა ევსია) და გუნდ „შავარდენს“ ხვდა წილად. ( IV ა კლასი ; ხელმძღვანელი : ეკატერინე ჩილაჩავა).

II ადგილი მოიპოვა გუნდმა „უშიშრებმა“ (V ა კლასი ; ხელმძღვანელი : თამარ კვარაცხელია) ;

III ადგილზე გავიდა გუნდი „ია“ (III ა კლასი; ხელმძღვანელი : ნანი შამუგია)

IV ადგილი მოიპოვა გუნდმა „მინდიამ“  (IV ბ კლასი ; ხელმძღვანელი : ნანა მატუა)

VI – VIII კლასებმა საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადაინაწილეს :

I ადგილი - გუნდი „ქუჩი“ (VIII კლასი; ხელმძღვანელი: ელისო მესხია) ;

II ადგილი - გუნდი „არწივი“ (VI კლასი; ხელმძღვანელი : ნუნუ სარია) ;

III ადგილი - გუნდი „მეომრები“ ( VIII კლასი; ხელმძღვანელი : ეკატერინე შელია)

                                                     IX ა და IX ბ კლასებს შორის:

I  ადგილი მოიპოვა გუნდმა „მადარამ“ (IX ა კლასი; ხელმძღვანელი : ირმა აბშილავა) ; 

II ადგილზე გავიდა გუნდი „გოგოთური“ (IX ბ კლასი; ხელმძღვანელი : ნანა ნაჭყებია)

ვიქტორინას უძღვებოდა გვანცა სარია (ქ.წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე).  ასევე, ვიქტორინის ორგანიზებულად ჩატარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს XI კლასის მოსწავლემ, მაიკო გეთიამ და IX ა კლასის მოსწავლემ, გიგი მოლაშხიამ.

„ვაჟაობა 2019“ წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა, ვინაიდან მიზანი - მოსწავლეებს აემაღლებინათ ცოდნა ამ შესანიშნავი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე , მიღწეული იყო. II – XI კლასის მოსწავლეებმა მოახდინეს საკუთარი ნიჭის რეალიზება, მათი სურვილია, კიდევ განმეორდეს ასეთი პროექტები სხვა მწერლებთან დაკავშირებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

სიახლეები
საზოგადოება