სიახლეები
სიახლეები

დასრულდა თუ არა საგამოცდო ცენტრების კონდიცირების სისტემით აღჭურვა?!
28-06-2019
-
+


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ  თბილისისა და  საქართველოს რეგიონების საგამოცდო ცენტრების გაგრილება – კონდიცირების სისტემის  გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.

სააგენტომ  სამუშაოების დაგეგმვის მიზნით გამოყო მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა საგამოცდო ცენტრებში  დამონტაჟებული  კონდიციონერების ფუნქციონირება და ელექტრო გაყვანილობის ქსელის გამძლეობა.  

„ამჟამად შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები სრულიად აღმოფხვრილია: ცენტრების ნაწილში მოხდა საჭირო რაოდენობის კონდიციონერების  დამონტაჟება, ნაწილს გადაეცა ვენტილატორები; სკოლები, რომლებიც წარმოადგენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, უზრუნველყოფილნი არიან მობილური  კონდიცირების სისტემით. საჭიროებისამებრ გამოიცვალა ელექტრო სადენები და შეკეთდა დაზიანებული დანადგარები“,-ნათქვამია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს  კომფორტულ გარემოში უმასპინძლებს აბიტურიენტებს.

შეგახსენებთ, რომ ერთიაანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს იწყება.  წელს საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება და თითოეული მათგანი გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებს ქართული კალიგრაფიის ხელოვნების შემსწავლელი კურსი ჩაუტარდათ 

გაკვეთილის თემა გახლდათ - „ფიზიკისა და  მეცნიერების განვითარება“

მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება