სიახლეები
სკოლები, ეტალონი

„მათ სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად დაიწყეს“ - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის I ა ოთხგზის „სუპერ კლასი“ მიღწევებს აჯამებს
28-06-2019
-
+


სასწავლო წლის დასასრულს Izrune.ge თავის დიდ ოჯახთან ერთად წარმატების ნაყოფს იმკის.

მრავალი გამოწვევის დაძლევის, სწავლისა და ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ 30 ივნისს 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იქნება და მოსწავლეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ეფექტურად შეაჯამებენ, სექტემბრიდან კი Izrune.ge „გზა ევროპისკენ“, „წიგნიერების დღითა“ და სხვა მრავალი საინტერესო სიახლით დაგიბრუნდებათ.

მანამდე კი, ვნახოთ როგორ ემზადება თერჯოლის N1 სკოლის I ა ოთხგზის „სუპერ კლასი“ თვის ბოლო კვირა დღისთვის:

„მათ სასკოლო ცხოვრება Izrune.ge-სთან ერთად დაიწყეს და წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს. ხალისითა და თამაშ-თამაშით ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას მიეჩვივნენ და Izrune.ge-სგან წარმატების დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ეს სასწავლო წელი საგანმანათლებლო ინოვაციებით იყო დახუნძლული და სასკოლო ცხოვრებას მშობლებიც აქტიურად უბამდნენ მხარს. საგაკვეთილო პროცესი დასრულებულია, თუმცა ჩემი პატარები მოუთმენლად ელიან ბოლო შემაჯამებელ ტესტს და შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. მადლობელი ვარ, რომ Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება ერთიანი, აქტიური და საინტერესო გახადა და სექტემბრიდან მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ მუშაობას,-“ დამრიგებელი მაია კუტალაძე.

I ოთხგზის „სუპერ კლასის“ ერთ-ერთი წარმატებული წევრი ანანო ზარნაძე გახლავთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გადიოდა შემეცნებით-სახალისო ტესტებს და დიპლომების მოპოვებას მოუთმენლად ელოდა.

ანანოს მრავალმხრივ განვითარებაზე Izrune.ge-სთან ერთად დედა, ნატალია ზარნაძე განსაკუთრებულად ზრუნავს და წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებს:

„ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, თავდაპირველად, კლასის ხელმძღვანელმა გაგვაცნო. ტესტების გავლის შემდეგ მეც და ჩემი შვილიც შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით მოვიხიბლეთ და Izrune.ge-ს აქტიური წევრები გავხდით. ანანო პორტალზე დამოუკიდებელ მუშაობას მიეჩვია და საკუთარი ცოდნის კონცენტრირება ისწავლა. ძალიან ახარებს დიპლომების მოპოვება და თანაკლასელებისთვის წარმატების გაზიარება. აღსანიშნავია პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები და ჩვენ ამაყნი ვართ, რომ ოთხგზის „სუპერ კლასის“ ტიტულს ვატარებთ.“

ანანოს ერთ-ერთი მეგობრული თანაკლასელი გაბრიელ რობაქიძეა, რომელიც დედასთან, ქრისტინა როგავასთან ერთად ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს ზეიმით ელოდა და სექტემბრიდანაც განახლებული პორტალის აქტიური წევრი იქნება.

„ბედნიერი ვარ, რომ შვილს ასეთ მოტივირებულსა და ინტერესიანს ვხედავ. გაბრიელის სწავლისადმი დამოკიდებულება დიდწილად Izrune.ge-ს სახალისო და საინტერესო მიდგომებმა განაპირობა. მან კომპიუტერის მიზნობრივი გამოყენება და დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლა, ლოგიკური მსჯელობის უნარი გამოიმუშავა და მეტად პასუხისმგებლობიანი გახდა. პორტალში მისი კლასელებიც აქტიურად და წარმატებით ერთვებიან, ჯანსაღ და შემეცნებით გარემოში მომავალი თაობის აღზრდა კი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა სკოლასა და Izrune.ge-ს, რომ ამ წარმატების თანაზიარნი ვხდებით. ახლა ბოლო შემაჯამებელი ტესტისთვის ვემზადებით, სექტემბრიდან კი მეტი შემართებით გავაგრძელებთ წინსვლას,-“ქრისტინა როგავა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება