სიახლეები
სიახლეები

რომელ სკოლაში დარეგისტრირდა ყველაზე მეტი პირველკლასელი 2019-2020 სასწავლო წლისთვის?! 
28-06-2019
-
+


2019-2020 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 51 ათასზე მეტმა პირველკლასელმა გაიარა, საიდანაც 46 ათასზე მეტი საჯარო სკოლაში დარეგისტრირდა.

ყველაზე მეტი, 275 პირველკლასელი რეგისტრირებულია თბილისის N192 საჯარო სკოლაში. მოცემული მომენტისათვის კი 112 საჯარო სკოლაში პირველკლასელები საერთოდ არ არიან რეგისტრირებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან გამოითხოვა.

ამასთან, მომავალი სასწავლო წლისთვის პირველ კლასში ჩასარიცხად რეგისტრაცია 441 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვმა გაიარა.

„2019 წლის 26 ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 51 448 პირველკლასელი, აქედან 46 455 საჯარო სკოლებში.

საჯარო სკოლების შენობების ტევადობიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციებმა განსაზღვრეს სკოლაში პირველკლასელთა  მისაღები კონტინგენტის ზღვრული ოდენობები, რამაც ჯამში 74 000 შეადგინა“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლების სია, რომელთა საკითხებსაც ავტორიზაციის საბჭო განიხილავს

მასწავლებლების ორი საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - NAEC

ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა 

„სკოლაში დასაქმება მინდა, რადგან პერსპექტიულია“... - მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები ტესტირების შესახებ საუბრობენ

„გამოცდა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“... - აბიტურიენტები ლიტერატურის ტესტირებაზე საუბრობენ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება