წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა - კონკურსი „ცოდნა ძალაა“ გაიმართა
28-06-2019
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ვიქტორინა - კონკურსი „ცოდნა ძალაა“ გაიმართა.
კონკურსი III, IV, V, VI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
მიმდინარეობდა ორ ეტაპად - პირველ ეტაპზე მოსწავლეებს დაურიგდათ ინდივიდუალურად სასკოლო დისციპლინების საკითხებზე აგებული ტესტები. გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საინტერესო, სახალისო, დაძაბულმა ტურმა უკვე გამოავლინა წლის საუკეთესო მესამეკლასელი, წლის საუკეთესო მეოთხეკლასელი, წლის საუკეთესო მეხუთეკლასელი, წლის საუკეთესო მეექვსეკლასელი. გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი პრიზები, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს დიპლომები, ხოლო დანარჩენებს სიგელები აქტიური მონაწილეობისათვის.
„სკოლა მსგავსი კონკურსის ჩატარებას მომავალ წელსაც გეგმავს, როგორც დაბალი საფეხურის, ასევე მაღალი საფეხურის მოსწავლეთათვის. დღევანდელი სკოლა მომავლის სკოლაა, ამიტომ პირველი საჯარო სკოლა ცდილობს ფეხი აუწყოს ინოვაციებს და სასწავლო წელი შეაჯამოს არა გამოცდებით, არამედ სახალისო, მაგრამ აკადემიურად წარმატებული ღონისძიებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.