სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

2019 წლის გამოცდებზე დაახლოებით 30 აპლიკანტს საგამოცდო დრო გაუორმაგდება
28-06-2019
-
+


2019 წლის გამოცდებზე დაახლოებით 30 აპლიკანტს საგამოცდო დრო გაუორმაგდება. ამათან, წელს იმ აპლიაკნტების რაოდენობა, რომლებსაც გამოცდაზე დროის დამატება და სპეციფიკური გარემოს შექმნა ესაჭიროება, 307-ს შეადგენს. 

როგორც etaloni.ge-სთან ინტერვიუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, მაია გაბუნიამ განაცხადა, ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათასამდე განაცხადი შედის, რომელსაც შემდგომ სპეციალური კომისია განიხილავს და წყვეტს ვის რამდენი დრო დაუმატოს საგამოცდოდ.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, ეროვნულ გამოცდებზე წელს 6 უსინათლო აპლიკანტი იღებს მონაწილეობას, რომლებიც გამოცდას ბრაილის შრიფტისა და ხმოვანი პროგრამის საშუალებით დაწერენ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასეთი 2 აპლიკანტია დარეგისტრირებული, სამაგისტრო გამოცდაზე - 3, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 1 აპლიკანტი.

- რამდენი განაცხადი იყო წელს შემოსული აპლიკანტების მხრიდან, რომლებიც სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას მოითხოვდნენ და რამდენი განაცხადი დაკმაყოფილდა?

- რეგისტრაციის დროს აპლიკანტებისთვის არის სპეციალური ფორმა, სადაც მათ უნდა მიუთითონ თუ სპეციალური საჭიროებები სჭირდებათ, წელს განაცხადის შემოტანის უფლება 10 აპრილამდე ჰქონდათ. ანუ აპლიკანტებს უნდა წარედგინათ ფორმა 100, სადაც დაწვრილებით ეწერებოდა მათი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, ამასთან, შესაბამისი განცხადება და პირობების შესახებ ინფორმაცია, რომლის შექმნასაც ისინი ითხოვდნენ.

ყოველწლიურად ძალიან ბევრი განცხადება შემოდის ხოლმე, დაახლოებით 2 000-მდე. ხშირად ამ მოთხოვნებში არის კითხვა სათვალით თუ შეუძლიათ გამოცდაზე შემოსვლა, თუმცა არის რთული შემთხვევებიც. წელსაც დაახლოებით მსგავსი რაოდენობა იყო რაც, წინა წლებში. მონაცემების გაფილტვრის შემდეგ დაახლოებით 530 აპლიკანტს ეთქვა უარი პირობების დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, არის აპლიკანტების კატეგორია, მაგალითად, უსინათლოები, რომლებისთვისაც ჩვენ სპეციალურ ბრაილის პროგრამას ვამზადებთ და ასევე ვთავაზობთ, ხმოვან პროგრამას. 2005 წლიდან ამ კატეგორიის აპლიკანტებისთვის ვუზრუნველყოფთ სპეციალური პირობების შექმნას, თუმცა  თუ თავიდან ძალიან მცირე რაოდენობა იყო დაახლოებით 5, ახლა ეს მონაცემები საკმაოდ გაზრდილია. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აპლიკანტი გვყავს, რომელიც ბრაილის შრიფტით აბარებს გამოცდებს, ასევე სამაგისტრო გამოცდაზე 3 კანდიდატი გვყავს და 1 პედაგოგი.

- წელს თუ არიან გამოცდებზე დარეგისტრირებული ეტლით მოსარგებლე აბიტურიენტები და რამდენად არის საგამოცდო ცენტრებში მათთვის შესაბამისი პირობები შექმნილი?

- დიახ არიან. ასეთი აპლიკანტები სარეზერვო სექტორებში განთავსდებიან, ასევე დამხმარეები ეყოლებათ გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ყველანაირად ვცდილობთ მათ ხელი შევუწყოთ. ასევე გვყავს აპლიკანტები, რომლებსაც მხედველობის სერიოზული პრობლემა აქვთ და მათ ვთავაზობთ ტესტებს გადიდებული შრიფტით. რა თქმა უნდა, თუკი მათ წინასწარ მოგვმართეს ამ მოთხოვნით. გამოცდის დღეს რომ მოგვმართონ, რომ მათაც უნდათ ასეთი ამობეჭდილი ტესტი, ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვუზრუნველყოფთ. სწორედ ამიტომ არის კონკრეტული ვადები გაწერილი განცხადებისთვის, რათა წინასწარ ვიცოდეთ მსგავსი შემთხვევების შესახებ.

- და ბოლოს, რა არის მაქსიმალური დრო, რომელიც აბიტურიენტებს შეიძლება გამოცდაზე დაემატოთ?

- გააჩნია რა პრობლემა აქვთ აპლიკანტს, ბრაილის შემთხვევაში მას უორმაგდება საგამოცდო დრო. ასევე, ჩვენ გვყავს ისეთი აპლიკანტები, რომლებსაც სხვადასხვა მოტორული ფუნქცია აქვთ დარღვეული, არიან აპლიკანტები, რომლებსაც ხელის პრობლემა აქვთ და ვერ წერენ, ასეთ შემთვევაში მათ დამხმარე ჰყავთ, აპლიკანტი კარნახობს დამხმარეს და ის წერს. ამასთან, არის შემთხვევები, როცა საათზე 5 წუთი ემატება ან 10 ან 20. გააჩნია რა პრობლემა აქვს. დროის საკითხს სპეციალური კომისია წყვეტს.

იხილეთ ასევე: 2019 წლის აპლიკანტების სია, ვისაც ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული პირობები და დამატებითი დრო ესაჭიროებათ


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება