სიახლეები
ინტერვიუ

ლაურა რეხვიაშვილის ბავშვობა და პროტესტი მასწავლებლებს
02-07-2019
-
+


მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი თელავის რაიონის სოფელ რუისპირში იზრდებოდა. ისეთი ყოჩაღი ბავშვი იყო, მთელი სოფლის ბავშვები, რომ იტყვიან, მის დაკრულზე დადიოდნენ. ამბობს, რომ თავიდანვე გრძნობდა, მსახიობად რომ იყო დაბადებული. ფიზიკა უყვარდა, რადგან ამ საგნის მასწვლებელი ერთადერთი იყო, რომელიც მის განსხვავებულობას თავიდანვე გრძნობდა. ახლა უკვირს, რატომ სწავლობდა ფიზიკას და რატომ ვერ ხვდებიან მასწავლებლები, რომელი ბავშვი რა ნიჭითაა დაჯილდოვებული.

- სკოლაში სამაგალითო ბავშვი ვიყავი! სოფლის სკოლაში ვსწავლობდი და თან ბნელი ეპოქა იყო, რასაც კომუნისტური წყობა ერქვა. ჩემნაირი ბავშვები ძალიან დავიჩაგრეთ სწორედ იმ ბნელი ეპოქის გამო. აუცილებლად უნდა მესწავლა ყველა გაკვეთილი, მაგრამ არავინ მეკითხებოდა, რა მინდოდა. სამაგალითოდ ვსწავლობდი, მაგალითად, ფიზიკას, მაგრამ რაში დამჭირდა? რა საჭირო იყო ამ საგნის სწავლა ჩემთვის?!

- ახლაც ყველა საგანს სწავლობენ ბავშვები...

-ახლაც არ შეცვლილა ბევრი რამ, ვინ იხედება ბავშვის სულში და ვის აინტერესებს, რისთვის არის მოსული ამქვეყნად ესათუ ის ბავშვი. ყველა მასწავლებელი ფიქრობს, რომ მისი საგნიდან იწყება და მთავრდება ცხოვრება, სულაც არ არის ასე! ყველა ადამიანი რაღაც მისიით არის ამქვეყნად მოსული, ამას მიგნება და დანახვა უნდა, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა დაინახოს. მასწავლებელზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე, მეორე არ არსებობს დედამიწაზე! მასწავლებელი თავისთავად ნიშნავს წიგნს, დაუსრულებელ ინფორმაციას, ფსიქოლოგიის, ადამიანის ფსიქიკის ცოდნას და ასევე არტისტიზმს, შემოქმედების უნარს. ჩემს შვილს მე ვასწავლიდი ხელოვნების ისტორიას.



- სკოლაში ასწავლიდით?

-დიახ,ჩემი თავი შევთავაზე იმ სკოლას, სადაც ჩემი შვილი სწავლობდა. დამთანხმდნენ და ხელოვნების მასწავლებელი და კონცერტების მომწყობი ვიყავი. კონცერტები წელიწადში ორჯერ უნდა მომეწყო – ახალ წელს და სასწავლო წლის ბოლოს. ყური მქონდა მიდებული ჩემს შვილზე, რომ გამეგო, როგორ მიიღო ახალი გაკვეთილი, რა შეიძინა იმ დღეს, რა დაემატა მის ტვინს. ჩემმა მეუღლემ, კინორეჟისორმა დავით ნაცვლიშვილმა მითხრა, შენს საგანში ნიშანი არ დაწეროო. დათო მირჩევდა, მე-5-მე-6 კლასიდან რიჩარდ ბახის „თოლია-ჯონათან ლივინგსტონი“წაუკითე ბავშვებსდა თუ ვინმე ვერ გაიგებს, თავის ენაზე მოუყევი და ვინც შეძლებს, მოგხიბლავს ახლის ატაცებაში, ნიშანი არ დაუწერო, უთხარი, შენ დღეს ჯონათანი ხარო. ამან ისე იმუშავა... პროფესიით პედაგოგი არ ვიყავი, მაგრამ მივხვდით, რომ ეს მეთოდი იმუშავებდა ბავშვების საკეთილდღეოდ. ასეთი მასწავლებლები მინდა! მასწავლებელმა უნდა იპოვოს ბავშვში ის, რისი გამოც ის დედამიწას მოევლინა. პედაგოგმა უნდა ააცდინოს ბავშვი ყველა სიგლახეს! ისე უნდა დააინტერესოს იმით, რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვის ტვინს აღარ ეცალოს ცუდისთვის, სურვილი აღარ გააჩნდეს რაიმე უარყოფითის და თან, როცა ბავშვს ეცოდინება, რისთვის გაჩნდა და რა გამოუვა ყველაზე მაგრად, საუკეთესო ადამიანი დადგება.

- თქვენს შვილში რას ხედავდით?

- მსახიობური ნიჭი რომ შევამჩნიე, ვცადე, დამეინტერესებინა, მაგრამ ვერ დავარწმუნე. მათე ამბობს, რომ მსახიობობა თავისუფალი სულის ძებნაა და როცა ეს გაწუხებს, ვერ ისვენებ და მსახიობი ხდები. მას კი ეს არ დაემართა და უფრო სხვა თემებით დაინტერესდა.მათე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და სამ ადგილას მუშაობს, თუმცა ერთი სამსახურით ამაყობს – ცოტა ხნის წინ, მეგობრებთან ერთად პაციენტთა დახმარების საქველმოქმედო ფონდი შექმნა და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას აპირებს.



- ქალბატონო ლაურა, თქვენი მასწავლებლები როგორები იყვნენ, რითი იყვნენ მისაბაძები?

- ნათელი დაადგეს ჩემი ფიზიკის მასწავლებელს, ქალბატონ ციცინო ძამუკაშვილს! ფიზიკას იცით რატომ ვსწავლობდი? ეს ქალი მომწონდა და მომწონდა იმიტომ, რომ მე მოვწონდი. ის ხედავდა ჩემში განსაკუთრებულ მონაცემებს და იმას, რომ სხვანაირი ვიყავი. ღია გაკვეთილები გვიტარდებოდა მაშინ და განათლების სამინისტროდან გვესწრებოდა 7-8 ჯმუხი ადამიანი - ქალები და კაცები, რომლებიც ისხდნენ გაკვეთილზე და ზოგს ეძინა კიდეც. ციცინო მასწავლებელი სულ მე მიძახებდა იმ ღია გაკვეთილებზე. ჩემში ხედავდა გაკვეთილის მოყოლის არტისტულ ნიჭს.

- გაკვეთილი რომ არ გცოდნოდათ, მაინც ახერხებდით მოყოლას?

- აბა რაა?! ერთხელ იცით რა მოხდა? ერთ გაკვეთილზე, რომელზეც „წნევითი მეტალურგია“ გვქონდა, 5-იანი მივიღე. მეორე გაკვეთილისთვის ისეთი მომზადებული აღარ წავედი. ღია გაკვეთილი ტარდებოდა. მითხრა, შენ უნდა მოყვეო. გავედი და წინა გაკვეთილი მოვყევი. დამსწრეები ვერც მიხვდნენ რა მოვყევი. ცოდნას და უცოდინრობას კი აფიქსირებდნენ, მაგრამ იმის იქით, არაფერს. ამიტომაც ვერ გაიგეს, რომ წინა გაკვეთილი მოვყევი. ისევ 5-იანი დამიწერა იგივე გაკვეთილში ციცინო ძამუკაშვილმა და იმ დღეს ის მასალა ახსნა თავიდან, რაც გვქონდა რეალურად.



ვმღეროდი, ვცეკვავდი, ოლიმპიადებში მონაწილეობას ვიღებდი... რატომ გადავწყვიტე არტისტობა? ჩამჩიჩინებდნენ, გინდა თუ არა, ან ექიმი უნდა გამოხვიდე, ან ფიზიკის მასწავლებელიო, რადგან კარგად ვსწავლობდი ფიზიკას,იფიქრეს, კარგი მასწავლებელი გამოვაო. ვერავინ ამჩნევდა, რისთვის ვიყავი გაჩენილი! ჩემი მაინც რომ გავიტანე, მიშა თუმანიშვილმა მითხრა, შენისთანა „მასალა“ არ მყოლია, მაგრამ ზარმაცი ხარ და შრომა არ იცი, შრომას თუ მიეჩვევი და არ დაგეზარება, ხელის გულზე სატარებელი ხელოვანი იქნებიო.

- ზარმაცი იყავით?

-კი, ზარმაცი ვიყავი შინაგანად, მაგრამ მიშა თუმანიშვილის რეჟიმი არ მაძლევდა სიზარმაცის უფლებას. მესირცხვილებოდა და დღემდე მესირცხვილება როლის გამო განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება დრამატურგთან, რეჟისორთან. ვისაც მე არ ვჭირდები და ვერ მხედავს, მეც საერთოდ არ მაინტერესებს.

- ბავშვობაში რამე იყო, რაც გენატრებოდათ?

- არასდროსარაფერი მაკლდა, საჭმელ-სასმელი თავზე საყრელი გვქონდა, რადგან მშრომელი, ერთმანეთის მოსიყვარულე მშობლების ხელში გავიზარდე. მამას რომ მოვენატრებოდი, ჩემს ბალიშს იხუტებდა. უზომოდ სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, რესტორანივით სახლი გვქონდა. ბავშვობიდან მესმის, რომ რაც გაქვს, ის უნდა გაუყო სხვას. ასე ვარ ახლაც. თუ რაიმე სიკეთე გამაჩნია, ჩემი მშობლებიდან და იმ გარემოდან მოდის, სადაც ვიზრდებოდი. არავინ მაძლევდა შენიშვნას. იცოდნენ, რომ კომშის მომპარავი ვიყავი, მაგრამ...

- ვის პარავდით კომშს?

- მეზობლებს. მარტო კომშს კი არა, ყველაფერს ვიპარავდით ბავშვები. თუმცა, ყველასთვის მე უნდა დამერიგებინა, ამას არავის ვუთმობდი. 80 ბავშვი იყო ჩემს უბანში სოფელში. ერთ საღამოსაც ვიფიქრე, ნეტა 80 კვერცხის ერბოკვერცხი როგორ გამოიყურება-მეთქი. მეორე დღეს ყველა ბავშვს მოვატანინე კვერცხები. ცომის საზელი ტაშტი გავიტანე ქუჩაში, აგურებზე დავდე, ფიჩხი შევუნთე, გავიტანე სახლიდან ერბო, რომელიც ბიდონებით გვედგა სახლში და 80 კვერცხი ჩავათხლიშეთ. გამოვიდა გრანდიოზული ბურთი ერბოკვერცხისა. ერთი ბავშვი არ დავპატიჟეთ, რადგან არ გვემეგობრებოდა. გაიგო, რომ მთელი ბავშვები ერთად ვიყავით, მოვიდა და გვითხრა, თქვენს ერბო-კვერცხს მარილი ხომ უნდაო და მიწა მოაყარა მარილის მაგივრად.

- მერე, ინანეთ, ის ბავშვი რომ გარიყეთ?

- კი არ ვინანე, გავმწარდი. გაბოროტდა, მაგრამ მე რა ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდა?! მანამდე გარეთ არ იხედებოდა და არ გვეთამაშებოდა. გაგვიფუჭა ერბოკვერცხი და გაიქცა...



- მშობლები რას გეუბნებოდნენ ასე რომ იქცეოდით?

- სად იყვნენ მშობლები?! კოლმეურნეობაში მიდიოდნენ სამუშაოდ. შაბათ-კვირას მთელი დღეეები მარტო ვიყავით და კონცერტებს ვდგამდი. სასწაული ბავშვობა მქონდა. რა საჭირო იყო კომპიუტერი?! ბავშვები ერთმანეთის სიყვარულით ვიყავითსავსე.
იმხელა გავიზარდე, რომ მაღალ ქუსლებზე ვერ ვდგები... ბავშვობაში კი ხისგან ქუსლებს ვთლიდი. კოჭის ძაფებით თოკებს ვაკეთებდი და ფეხზე ვიმაგრებდით ამ ქუსლებს. მთელი ქუჩის და უბნის გოგოები ჩემი გაკეთებული ქუსლებით დადიოდნენ. ერთხელ აღშფოთებული მოვიდა ერთ-ერთის დედა, ძაფი აღარ დამრჩა სახლში შენი შვილის გადამკიდე, რას იგონებს ასეთსო... ძაფის ხის კოჭებსაც ვიყენებდი ქუსლებად.

სკოლაშიც ათას რამეს ჩავდიოდი, მაგრამ მპატიობდნენ. ჩემი ატანა შეუძლებელი იყო, მაგრამ განსხვავებული ბავშვი რადგან ვიყავი, ყველაფერი შემრჩებოდა ხოლმე. ერთი მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც დაგვიანებაზე აფოთლავდა. მე კი შეგნებულად ვაგვიანებდი. ფუნთუშები მოტოციკლეტისმაგვარი რაღაცით მოჰქონდათ ხოლმე სკოლაში. ამ ფუნთუშებით შევედი კლასში. გამოქანდა ის მასწავლებელი - როგორ ბედავ, რომ კლასში ჩემს მერე შემოდიხარო. უნდოდა, უხეშად მოეკიდა ჩემთვის ხელი და ამ დროს ეს ფუნთუშები სახეში შევაყარე. ეს ჩემი სწორი რეაქცა იყო, რადგან კარგად ვსწავლობდი. ვიცოდი, რომ დაგვიანება არ უყვარდა მასწავლებელს, მაგრამ დავაგვიანე. გაკვეთილი დაწყებულიც არ იყო - შევიდა და შევყევი. მერე რა მოხდა, ასე უნდა გაგიჟებულიყო?!

- რისი მასწავლებელი იყო?

- ქართულის და ყარაულაშვილი იყო გვარად. „სიყვარული ყველას უნდა“-ში რომ ვამბობ, ყარაულაშვილს... ქეთო ყარაულაშვილი მე გამოვიგონე და ჩემი ჭკუით გავამწარე ის ცხონებული. ის კი კაცი იყო, მაგრამ...



- გამწარდა?

- კი, გამწარდა. საყვედური შეიძლებოდა ეთქვა, მაგრამ ისე ადგა და წამოვიდა ჩემკენ, კლასის წინაშე უნდა გავებთურებინე. ისე გამოვიდა, რომ მე თავი დავიცავი და იქეთ გავაბითურე.

- რა ნიშანს გიწერდათ?

- 4-იანი არც მიმიღია, სულ 5-ები მყავდა. ვერ გაბედავდა, ამ ამბის გამო 4-იანი დაეწერა, რადგან კარგად ვსწავლობდი. სამასწავლებლოში რომ შემიყვანეს, იმან იქოთქოთა, მაგრამ სხვა მასწავლებლებს ხმა არ ამოუღიათ და საყვედური არავისუთქვამს ჩემთვის.

- თქვენი შვილიც ცელქი იყო?

- რასაკვირველია! ბავშვი ცელქი უნდა იყოს, აბა რაა?! ცელქზე ცელქი იყო ჩემი მათე. გადარჩენილია. ერთხელ სოფელში ლეღვის ხეზე ავიდა. ჩემსავით ლეღვს იპარავდა. ჩამოუტყდა ტოტი და რკინაზე ჩამოეგო. მკლავზე 6 ნაკერი ადევს, მილიმეტრებში ასცდა მყესს.
ეზოში ბაყაყებით თამაშობდა ხოლმე. ერთხელაც დაიჭირა გამოთლილი ხმალი, გადახტა, რომ ბაყაყისთვის ჩაესო და დაეჭირა. გადახტომის დროს ჩავარდა მიწის ნაწილი და თვალით დაეცა იმ ხის ხმალს. მზად ვიყავი, ჩემი თვალიც ამომეთხარა, მაგრამ ამ დროს მომაძახა, დედა, ვხედავო. დამესია მთელი სოფელი, ნათესაობა და ოდესიდან ჩამოსულ ოფთალმოლოგს ვაჩვენეთ. გვითხრა, გადარჩენილები ხართო... როგორ უნდა დამეცვა ბავშვი იმისგან, რაც სიცელქისგან გამოწვეულ ქმედებებს შეუძლია?! ბავშვმა უნდა იცელქოს, მაგრამ მშობელი ყურადღებით უნდა იყოს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი უქმე დღეებში, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

სიახლეები
საზოგადოება