სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ გვაძლევს იმას, რაც სჭირდება ჩემს თაობას“ - რა ემოციებით ელოდებიან მონაწილეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს 
29-06-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი დღეს 12 საათზე  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს. სწორედ მათ შორის გამოვლინდება 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

გადავწყვიტეთ გაგვეგო რა ემოციები აქვთ თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის რუსის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნოდარ გოგალაძე (XI კლასი): „ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ „ეტალონში“ მოვხვდი. შემართება ძალიან დიდია და ვეცდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვო, მაგრამ წინასწარ მაინც არაფერი ვიცი“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ლომაძე (IX კლასი): „ძალიან კარგი განწყობით ვარ. რა თქმა უნდა, ვცდილობ რომ გავიმარჯვო. ვიბრძოლებ... შევეცდები მაქსიმალური გავაკეთო და ჩემი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო“.

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ღონღაძე (X კლასი): „ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, შანსები ყველასთვის თანაბარია. დიდი პატივია ჩემთვის „ეტალონში“ მონაწილეობა. დაახლოებით, 3 წელი ვცდილობდი, რომ ფინალში მოვხვედრილიყავი და ზუსტად მე-3 წელს გამიმართლა. თან დაემთხვა, რომ ჩემს დაბადების დღეზე გავიმარჯვე და გავხვდი ნაძალადევის „ეტალონი მოსწავლე“. ვფიქრობ, შევძლებ მივაღწიო წარმატებას“.

ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლე ილონა ნაკაშიძე (XI კლასი): „ემოციებით სავსე ვარ. მოტივირებული ვარ და მაქვს მოლოდინი იმის, რომ თუ არ გავიმარჯვებ, ვერ მოვხვდები ვერც პირველ ადგილზე და ვერც ათეულში, მაინც გამარჯვებული ვიქნები და არა დამარცხებული, იმიტომ რომ „ეტალონი“ გვაძლევს იმას, რაც სჭირდება ჩემს თაობას და საერთოდ საქართველოს ანუ ინტელექტუალური ახალგაზრდობა. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით გადავლახავ ამ ეტაპებს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს თავსაც და სხვა მონაწილეებსაც. „ეტალონში“ შარშან ვღებულობდი მონაწილეობას და ფინალამდე ქულების ნაკლებობის გამო ვერ მოვედი. წელსაც გადავწყვიტე და ჩემი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა“.

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ბერაია (X კლასი): „ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ აქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. 78 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვედრა ადვილი არ არის. ცოტას ვნერვიულობ. მიხარია, რომ „ეტალონის“ სახით ასეთ კარგი პროექტი არსებობს და ახალგაზრდებს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავამტკიცოთ როგორი ძლიერები, ჭკვიანები და განათლებულები ვართ. მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდე წელს და გავიმარჯვე ჩემს რაიონში. მოლოდინები დიდი მაქვს. იმედია, რომ წარმატებებს მივაღწევ“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება