მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს.
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს. სწორედ მათ შორის გამოვლინდება 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.
გთავაზობთ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის საპატიო სტუმრების შეფასებებს:
საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარი მაჭარაშვილი: „თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ „ეტალონმა“ დროს გაუძლო. რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. სასკოლო ცხოვრების განუყოფელ ნაწილადაც იქცა. პროექტს წარმატებით გაგრძელებას და წინსვლას ვუსურვებ და კიდევ უფრო მეტი ადამიანების მხარდაჭერას. ეს პროექტი ნამდვილად ღირსია არსებობის. ყოველთვის ძალიან კარგად ორგანიზებულია „ეტალონის“ ღონისძიებები. დეტალები ყოველთვის ზუსტად არის გათვლილი. აქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვმა ყველაფერი გააკეთოს თავისი თავის წარმოსაჩენად. ხელს უწყობს ბავშვის პიროვნებად ფორმირებას, როცა ის უკვე ცხოვრებისკენ გადადგამს ნაბიჯს, რაღაც გარკვეული ეტაპი „ეტალონის“ მეშვეობით გავლილი ექნება. ბატონი გოჩას ასეთი შემართებით და ენთუზიაზმით მუშაობას ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ. ძალიან გვიყვარს ეს პროექტი და გვინდა რომ მუდამ წარმატებულები იყოთ“.
თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე: „შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია „ეტალონი“, რომელიც ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ტარდება. მათ აძლევს მოტივაციას, უღვივებს სწავლის სურვილს, რწმენას საკუთარ თავში, რომ თუ მოინდომებენ შეუძლებელი არაფერია. ამაყი ვარ, ფინალზე ჩვენი რაიონის თერჯოლის რაიონის მოსწავლეც არის წარმოდგენილი - ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მოტივირებულები ვართ და დღესაც ველოდებით, რომ შედეგი გვექნება შთამბეჭდავი“.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი: „ეტალონი“ ყველასთვის საყვარელი პროექტია. ფინალზე ახალქალაქიდან წარმოდგენილია ერთი ძალიან კარგი, ძალიან ჭკვიანი ბიჭი. „ეტალონი“ განათლების ზეიმია. „ეტალონის“ ყველა ღონისძიებაზე ყველა მოსწავლე მონდომებულია. ასევე თემი, მშობლები, საზოგადოება ჩართულია. ყველას მხრიდან დიდი მოტივაციაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ „ეტალონს“ უფრო დიდი პროექტები ექნება და უფრო მასშტაბური იქნება, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ“.
ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ჯულიეტა ქობალია: „ეტალონი“ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი პროექტია. ვისურვებდი, დიდხანს გაგრძელებულიყო. ამ პროექტმა ძალიან გაამართლა. „ეტალონში“ ვგულისხმობ ასევე izrune.ge-ს. ჩვენი მოსწავლეების და მშობლების მხრიდან დიდი დაინტერესებაა. ყველა ყოველთვის კითხულობს: „წელს ხომ იქნება?“... ფინალმა რომ გადაიწია ყველა გვეკითხებოდა: „ხომ იქნება ფინალი?“... დარწმუნებული ვარ, „ეტალონი“ სულ იქნება ჩვენთან ერთად ისეთი წარმატებული, როგორიც აქამდე იყო და არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ პროექტისთვის“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი მაიზერ ცელაძე: „პროექტ „ეტალონს“ დაწყების დღიდან თვალ-ყურს ვადევნებ. დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ახალგაზრდა თაობას აძლევს სტიმულს და იმედს ხვალინდელი დღის ნათელი დღის შენების. ეს პროექტი ახალგაზრდობას წიგნიერებასთან მიიყვანს. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელობას და გუნდს, რომლიც ასე ლამაზად და დაუღალავად მუშაობს. ღმერთმა ამრავლოს ისეთი თაობა, რომელიც აქ კი არა, ძალიან დიდ დარბაზებში არ დაეტევა და იყოს ბრძოლა სამართლიანობისთვის და ცოდნისთვის“.
ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაყვალა ქობულაძე: „ეტალონი“ უსაყვარლესი პროექტია არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი ქუთაისისთვის. ის განსკუთრებული პროექტია, იმიტომ რომ სიახლეებით არის დატვირთული - ყოველ თვეს ახალ-ახალ სიახლეებს გვთავაზობს მისი ავტორი... იმ შთაგონებით ვარ მოსული, რომ უნდა გავიმარჯვოთ“.
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა: „სკოლას, რომელსაც მე წარმოვადგენ არის N12 საჯარო სკოლა. ჩემი სკოლის ერთი მოსწავლე მარიამ სირბილაძე არის ფინალში. ქუთაისის „ეტალონი მოსწავლეა“ და რა თქმა უნდა, ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ეს პროექტი, ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ ჩამოვიდოდით. განათლებასთან დაკავშირებით ყველა პროექტი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით „ეტალონის“ მიერ განხორციელებული პროექტები. ეს მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება, გრძელდება დიდი ხანია. ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ზოგადად, განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა“.
თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი , „მამების ფორუმის“ დამფუძნებელი თენგიზ გულორდავა: „ეტალონი“ არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც მოსწავლეს აძლევს იმის საშუალებას და უვითარებს იმის უნარს, რომ დროის მცირე მონაკვეთში მიიღოს ის ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, რაც გამარჯვებას მოუტანს. ეს არის მასტიმულირებელი, რომ ბავშვმა თავისი ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენოს. ამ მიმართულებით ეს პროექტი არის ძალიან ძლიერი“
„მამების ფორუმის“ წარმომადგენელი თენგიზ ბურჭულაძე: „ეს პროექტი, რომ მნიშვნელოვანია უკვე დამტკიცებულია, დრომ აჩვენა. ბავშვებს აქვთ მოტივაცია მეტი განათლების მიღების და სურვილი გამარჯვების. პრინციპში ყველა მოსწავლე გამარჯვებულია, იმიტომ რომ ისინი თავიდანვე იღებენ ცოდნას. ჩვენი ჩართულობა განაპირობა იმან, რომ ჩემი აზრით, მამობა მარტო სამსახური არ არის და რაღაცის სახლში მიტანა - ფინანსური კუთხით სარგებელი იქნება ოჯახისთვის თუ ა.შ. ყველაზე მაგარია, რომ როგორც პედაგოგი ისე დაუჯდე შენს შვილს და ასწავლო ის, რაც საჭიროა, რაც შეგიძლია. ჩვენი ჩართულობა და ურთიერთობა ამ პროექტთან ამან განაპირობა. ჯერ ერთი, ბატონ გოჩასგან იყო არაჩვეულებრივი შემოთავაზება და მისი იდეაა ეს ყველფერი, ჩვენც ავუბით მხარი. ყველაგან გვერდში დავუდგებით ასეთ პროექტს. ჩვენი შვილებიც ხედავენ ამ ყველაფერს და ალბათ, ისე მოიქცევიან მომავალში, როგორც ჩვენ ვიქცევით“.
„მამების ფორუმის“ წარმომადგენელი მიხეილ გელაშვილი: „მამების ფორუმი“ კარგია იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა კარგი აღზრდა და განათლება მიიღონ. ამ პროექტის დახმარებით მამები შვილებს ეხმარებიან სწავლა-განათლებაში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდა ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო. რაც მთავარია, ყოფილიყვნენ ძლიერები და თავიანთ თავში დარწმუნებულები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე