სიახლეები
ეტალონი

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
29-06-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. საბამ 56 წამში 90 ქულა დააგროვა.

II ადგილი მოიპოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ, რომელმაც 116 წამში 86 ქულა დააგროვა.

III ადგილზე კი თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძე გავიდა, რომელმაც 66 წამში 85 ქულა დააგროვა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა.

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს განათლების სამინისტრომ გადასცა 1000 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 800 ლარი, მესამე ადგილოსანს 500 ლარი.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს ასევე სხვადასხვა კომპანიებმა - „არემჯი გოლდმა“ პირველი ადგილზე გასულ მონაწილეს 2500 ლარი გადასცა, მეორე ადგილზე გასული მონაწილე დააჯილდოვა „ახალმა ნათებამ“ და გადასცა 1000 ლარი, მესამეადგილოსანს  „კულამ“ 1000 ლარი გადასცა.

კომპანია „არემჯი გოლდმა“ 500 ლარით დაასაჩუქრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მონაწილე ანა სიხაშიშვილი - თბილისის N202 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და „კასპის ეტალონ მოსწავლეს“, რომელმაც არაჩვეულებრივად წაიკითხა ლექსი ასევე 500 ლარი გადასცა.

კომპანია „არემჯი გოლდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი:

„კომპანია „არემჯი გოლდი“ ძალიან მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა უკვე მეორე წელია იყოს „ეტალონის“ გენერალური სპონსორი. პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ ინტელექტუალურ რესურს აერთიანებს საერთო მიზნებისკენ. ესეთი ტიპის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. წელს 2 500 ლარით დავაჯილდოვეთ პირველ ადგილზე გასული მოსწავლე, ასევე დავაწესეთ სპეციალური ჯილდო 500-ლარიანი ვაუჩერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლისთვის - ანა სიხაშიშვილისთვის, ასევე  500-ლარიანი ვაუჩერი გადავეცით „კასპის ეტალონ მოსწავლეს“, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან არის. ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა. „არემჯის“ აქვს ბევრი სტიპენდიები  სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ასევე სახელოვნებო მიმართულებით, ასევე სპორტული წრეების თვალსაზრისით, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით და „ეტალონი“ ამ მხრივ არის  ერთ-ერთი გამორჩეული და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრები – მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.

იხილეთ ასევე:

„განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის საპატიო სტუმრების შეფასებები

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს საპატიო სტუმრები აფასებენ

„ეტალონი“ გვაძლევს იმას, რაც სჭირდება ჩემს თაობას“ - რა ემოციებით ელოდებიან მონაწილეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია სამაგისტრო გამოცდასა და საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადებიც


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„მეცადინეობის პროცესში გავიგეთ ბევრი რამ აფხაზეთის ულამაზეს ბუნებაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება