სიახლეები
ეტალონი

„დღევანდელი ემოციები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“ - პირველი კომენტარები „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალიდან
29-06-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. II ადგილი მოიპოვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ, III ადგილზე კი თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძე გავიდა.

გთავაზობთ 3 ფინალისტის და მათი გულშემატკივრების შეფასებებს:

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე):

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე ამხელა წარმატებას. გავედი „ეტალონის“ ფინალში და დავიკავე პირველი ადგილი. ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს უსაყვარლეს რაიონს - ხარაგაულს. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ პირველ ადგილზე გავედი. ამ პროექტმა მომცა პირველ რიგში თავდაჯერებულობა და  უდიდესი გამოცდილება. დღევანდელი ემოციები გამყვება სიცოცხლის ბოლომდე“.

„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“, საბა ებანოიძის დედა მაია ბერაძე:

„ყველას მინდა მივულოცო ეს გამარჯვება. ყველა ბავშვი წარმატებულია. მეც ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც ყველა დედას გაუხარდებოდა თავის შვილის წარმატება. საბა არის ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ნიჭიერი. მას არ მოსწონს რომ ვაქებ, მაგრამ საუკეთესო შვილია. მინდა ვუსურვო ბედნიერი მომავალი, თავისი დასახული მიზნების მიღწევა. დიდი მადლობა მის პედაგოგებს, უღრმესი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონს“, რომ საბას მისცა შანსი, თავისი ნიჭით წარმოჩენილიყო“.

ხარაგაულის მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე:

„ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს წარმოვადგენ ხარაგაულს, უამრავ ბედნიერ ადამინს დღევანდელი წარმატებით. წარმოვადგენ ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიას და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც „ეტალონთან“ თანამშრომლობის პირველი დღიდან არის მისი მეგობარი. ეს მეგობრობა რომ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელი და სასიკეთო შედეგებზე გათვლილი დღევანდელი დღით დამტკიცდა. მიხარია „ეტალონის“ წარმატებები, მისი წინსვლა, მისი ნაბიჯები. ეს არის პროექტი, რომელიც იმ ჟინს და მოტივაციას უძლიერებს ახალგაზრდებს, რომელიც საჭიროა მათი წინსვლისთვის. „ეტალონის“ გუნდი არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება კარგად შეკრულმა გუნდმა გამოწვევები ახალ შესაძლებლობებად აქციოს და კიდევ უფრო წინ გადადგას ნაბიჯები. მიხარია დღევანდელი დღე და ძალიან ამაყი ვარ. მადლობა „ეტალონს“ ამისთვის რომ ამტკიცებთ განათლება არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული“.

II ადგილის მფლობელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძე:

„ეტალონმა“ მასწავლა, რომ ასაკი მთავარი არ არის წარმატების მისაღწევად. ძალიან ბედნიერი ვარ. ნამდვილად არ მოველოდი სამეულში თუ მოვხვდებოდი, მადლობა „ეტალონს“ რომ მომცა შანსი გამოემჟღავნებინა ცოდნა“.

შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლის, გიორგი სიხარულიძის დამრიგებელი სალომე დოლიძე:

„ემოციებით იმდენად ვართ დატვირთული, ვეღარ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ძალიან ნიჭიერი და მიზანსწრაფული ბიჭია გიორგი. „ეტალონი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საუკეთესო პროექტია, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს შესაძლებლობა დაამტკიცოს და შეამოწმოს საკუთარი ინტელექტი“.

III ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძე:

„ძალიან დიდი და სიხარულია დღეს აქ დგომა, იმ პროეტში მონაწილეობა, რომელიც წლების მანძილზე აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ქართველი ახალგაზრდებისთვის. „ეტალონი“ ძალიან მაგარ და კარგ საქმეს აკეთებს მოსწვალეებისთვის, მათ აძლევს მოტივაციას იყვნენ უკეთესები. ამიტომ დღეს აქ დგომა და მესამე ადგილზე გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს“.

თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლის, მარიამ ტყეშელაძის დედა მაკა წაქაძე:

„ბედნიერი და ამაყი ვარ. ყველა ბავშვს წარმატებებს ვუსურვებ და მინდა გაიზიაროს ყველამ ეს სიხარული, რასაც მე განვიცდი, როგორც დედა. „ეტალონი“ ძალიან კარგი და პერსპექტიული პროექტია. ბავშვებს უბიძგებს, რომ მიიღონ უფრო კარგი და სრულყოფილი განათლება, რათა ქვეყანას გამოადგნენ“.

იხილეთ ასევე:

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება