სიახლეები
ეტალონი

ლიეტუვის ელჩს საქართველოში „ეტალონი ელჩის“ ტიტული მიენიჭა
03-07-2019
-
+


ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს „ეტალონი ელჩის“ ტიტული მიენიჭა.

მას პირადად პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაჩილმა გადასცა დიპლომი და აღნიშნა ლიეტუვის სახელმწიფოს და საელჩოს განსაკუთრებული მხარდაჭერა და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და მისი განათლებული მომავლის მიმართ.

თავის მხრივ, გიედრიუს პუოჯუნასმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საამაყოა მისთვის ეს ტიტული. მან ასევე სიტყვით მიმართა აუდიტორიას:

„დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ამ შესანიშნავი კონკურსისთვის და იდეისთვის, რომელსაც ეწოდება „ეტალონი“. ძალიან ამაყები უნდა იყოთ, რომ გყავთ ასეთი შესანიშნავი პიროვნება, როგორიც არის გოჩა ტყეშელაშვილი. ცოდნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ზოგჯერ გაკვეთილი შესაძლოა მოსაწყენი იყოს, თუმცა გოჩას დახმარებით, ცოდნა სკოლებში შედის ყველაზე კრეატიული, ინოვაციური და სახალისო მეთოდით. ცოდნა მომავლის ღირებულება და მომავლის უნარია. იყავით ცნობისმოყვარეები, იყავით თქვენი ქვეყნის - უმშვენიერესი საქართველოს პატრიოტები. გაუმარჯოს „ეტალონს“, გაუმარჯოს გოჩას და გაუმარჯოს საქართველოს“.

დღეს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი გაიმართა და „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ასევე იხილეთ: 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„დღევანდელი ემოციები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“ - პირველი კომენტარები „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალიდან

„ეტალონი“ და izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა - მარიამ ჯაშმა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტები დააჯილდოვა

„ასეთი გამარჯვებები ბავშვებს მომავალში წარმატებულ ადამიანებად აქცევენ“ - ირინა აბულაძემ „ეტალონის“ ფინალისტები დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს საპატიო სტუმრები აფასებენ

„განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის საპატიო სტუმრების შეფასებები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება