სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ და izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა - მარიამ ჯაშმა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტები დააჯილდოვა
29-06-2019
-
+


დღეს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრები – მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.

გამარჯვებული მოსწავლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა დააჯილდოვა.

მარიამ ჯაში:

სახელმწიფო ინიციატივების პარალელურად უაღრესად მნიშვნელოვანია რომ განათლების პოპულარიზაციაში და საზოგადოებრივ ჩართულობაში იყვნენ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც.

ამ მხრივ, როგორც „ეტალონი“ ასევე მისი ახალი პლატფორმა izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა და მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში 40 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 2000-ზე მეტი სკოლის ჩართულობით. დღეს 78 ფინალისტი მონაწილეობდა.

ასეთ ინიციატივას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ, როგორც საკანონმდებლო ორგანომ ასევე განათლების უწყებამ. ჩვენ გვიხარია რომ ყოველ წელს უფრო დიდი წარმატებით ხორციელდება ეს ინიციატივა. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს დღევანდელ წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება