მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყების პირველი დღე მიულოცა, წარმატებები, დასახული მიზნების მიღწევა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანისთვის გამოცდები მაღალი შედეგით დასრულდება.
„თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, რადგან კარგად გესმით, ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა, თქვენი პირადი კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ“, - მიმართა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დაიწყო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“