სიახლეები
სიახლეები

კოსმიური შტორმი გრძელდება და ვერძის გარდა კიდევ რომელ ორ ზოდიაქოს ნიშანს გაუჭირდება ამ კვირაში
01-07-2019
-
+


„დღეს და ხვალ, მზის დაბნელება და ახლამთვარეობაა, კოსმიური შტორმი არ სრულდება და მზის დაბნელება 17 ივლისს გადავა მთვარის დაბნელებაში. დიდია ჭორების ალბათობა. 2 ივლისიდან ადამიანებში მოიმატებს ენერგია, მაგრამ ამას მოჰყვება ფულის უყაირათო ხარჯვა. პოლიტიკაში დაძაბულობა გრძელდება და ეს იქნება 20 ივლისამდე“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზში.

ვერძს თავის ტკივილები და უძილობა გაუგრძელდება. პრობლემები სახლში და სამსახურში მატულობს, განსაკუთრებულად სამსახურში. თუ არ მიაქცევს ნერვულ სისტემას ყურადღებას, სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

კურო ამ კვირაში უჩვეულოდ გაღიზიანებულია. პატარა რაღაცაზეც კი მძაფრი რეაქცია აქვს. მაქსიმალურად მოერიდეთ ახალ პროექტებს და საქმის დაწყებას. ნუ გაურჩევთ საქმეს ოჯახის წევრებს.

ტყუპებს ფინანსური სირთულეები ელოდება, რაც მისი არასწორი ხარჯვითაა განპირობებული. ასევე  ელოდებათ ღალატი პარტნიორებთან და კონფლიქტი თანამშრომლებთან.

კირჩხიბები ყველაზე შარმიანი და ენერგოტონუსიანები არიან ამ პერიოდში. თუმცა რადგან საერთო ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება ამან შეუცვალოს ხასიათი. ამ კვირაში პარტნიორებთან გამოცდები ელოდებათ. როგორც პირადში ასევე სამსახურში.

ლომები - აი, ვინ არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში. მისი ერთწლიანი ციკლი მთავრდება და შეიძლება ადვილად გაცივდეს, გადაიღალოს. არავითარი ახალი საქმის დაწყება და სხვისი კრიტიკა, რაც საპასუხო რეაქციებს იწვევს.

ქალწული აქტიურია, ენერგიული, ნებისყოფიანი, მაგრამ ზედმეტად კრიტიკულია და ყველა წვრილმანზე ჩაძიებით ადამიანი გამოყავს მდგომარეობიდან. ამან კი შეიძლება სახლშიც და სამსახურშიც კონფლიქტებამდე მიიყვანოს.

სასწორების ენერგოტონუსი ეცემა. მათ ახლა ექნებათ ყველაზე მეტი პრობლემები გადასაწყვეტი. ადვილად იღლებიან. მაქსიმალურად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რასაც ხელს აწერთ.

მორიელს განსაკუთრებული პრობლემები შეიძლება შეექმნას უფროს თაობასთან. გინდ სახლში, გინდ სამსახურში. თუ რაიმე სერიოზულ საქმეს იწყებს, განსაკუთრებული ყურადღება მართებს. თუმცა ენერგოტონუსი მაღალი აქვს.

მშვილდოსნებო, ფინანსურმა პრობლემებმა და დანაკარგებმა იჩინოს თავი. შეიძლება სამსახურებრივად ახალი ვალდებულებები გქონდეს. ცვლილებების პერიოდი გეწყებათ. უფრთხილდით სულსწრაფობას და სარკასტულობას.

თხის რქას კონკურენტებთან ბრძოლა ელოდებათ, მაგრამ თავად სხვათა მანიპულაციას აგრძელებენ. ენერგია ემატებათ, მაგრამ დიქტატორული ტენდენციები ხშირ შემთხვევაში ღუპავთ.

მერწყულები ვერ გრძნობენ თავს კალაპოტში. ასევე ტვინს გიბურღავენ პარტნიორები. ამას ემატება სხვასდასხვა ტიპის ვალდებულებები, რაც ერთის მხრივ ნერვებს გიშლით.

თევზების ენერგოტონუსი მატულობს, ინტუიცია ძლიერდება, მაგრამ თქვენი მთავარი პრობლემა ილუზიაა. სხვას ნუ აწერთ იმ თვისებებს რაც არ გააჩნიათ და ამის გამო ილუზიებში ნუ ცხოვრობთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“

აღნიშნული პროექტი მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გრძელდება

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება