მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. I სესია 9 საათზე, II სესია კი - 3 საათზე დაიწყო.
როგორც II სესიიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს, გამოცდა საშუალო სირთულის იყო.
გთავაზობთ აბიტურიენტების კომენტარებს თუ რა საკითხები შეხვდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის II სესიაზე:
„ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას“ შემხვდა. ტექსტის რედაქტირება ჰალსტუხზე იყო. ესე იყო დასაწერი - მოწინააღმდეგეზე ძალადობა სისუსტის მაჩვენებელია თუ არა? მთლიანობაში საშუალო სირთულის ტესტი იყო“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე.
„რთული არ იყო ტექსტის რედაქტირება, საკმაოდ მარტივად დავწერე. თემები იყო ერთი გოდერძი ჩოხელის „ანაბარი“ და მეორე ლექსი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას“. ესეს ფორმულირება ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით გვეკითხებოდნენ რამდენად გამართლებულია სხვისი ჩაგვრა განსხვავებული აზრის გამო“,- აცხადებს N103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.
„არსებობს მოსაზრება, როდესაც მოწინააღმდეგის დამცირება ითვლება ცუდ ქმედებად და ითვლება უძლურებად - ეს თემა იყო არგუმენტირებულ ესეში მოსული. პროგრამული იყო „ფიქრი მტკვრის პირას“. ასევე გოდერძი ჩოხელის „ანაბარი“. ტექსტი დასარედაქტირებელი იყო ჰალსტუხზე“,- ამბობს N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.
„ნიკოლოზ ბარათაშვილის „ფიქრნი მტკვრის პირას“ იყო. ესე იყო - მოწინააღმდეგე როცა ამცირებს და შეურაცხყოფს თავის ოპონენტს, ამით თავის უძლურებას წარმოაჩენს... საგამოცდო პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. კარგი დამკვირვებლები გვყავდა. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ საკუთარი ნამუშევრით“,- ამბობს დიანა კუტუბიძე.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა რთული აღმოჩნდა არაქართულენოვანი აპლიკანტისთვის:
„საკმაოდ გამიჭირდა ტექსტის რედაქტირება, ესე უფრო მარტივად დავწერე. რაც შეეხება თხზულებას, ლექსი ავირჩიე და „ფიქრნი მტკვრის პირას“ - ეს დავწერე. საგამოცდო გარემო მშვიდი იყო და არანაირი ხარვეზი არ შეგვქმნია ჩემს სექტორში არავის“,- განაცხადა N103 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
ასევე იხილეთ: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის I სესიის საკითხები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეები ზღაპრული თავგადასავალია
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...