მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე დღეს აბიტურიენტებს დილის სესიაზე ერთ-ერთ თემად „ვეფხისტყაოსნის“ მონაკვეთი შეხვდათ.
როგორც გამოცდიდან გამოსული პირველი აბიტურიენტი etaloni.ge-სთან საუბარში ამბობს, გამოცდა არც თუ ისე რთული იყო.
„რედაქტირება მარტივი იყო, ძირითადად სასვენი ნიშნები იყო გასასწორებელი და სიტყვები. მაგალითად, სიტყვა თ-ით ბოლოვდებოდა და ამ დროს „დ“ ასო უნდა ყოფილიყო ზოგან „ჰ“ იყო მოკლებული და ასეთი შეცდომები იყო. ესეს თემა იყო: „ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია პასუხისმგებლობის და მოვალეობის გარეშე“ და უნდა დათანხმებულიყავი ან არა ამ მოსაზრებას. რაც შეეხება თემას, მე „ვეფხისტყაოსანი“ დავწერე. მონაკვეთი იყო, როდესაც ავთანდილი ამშვიდებს ტარიელს, რომელსაც თავის მოკვლა სურს. ამ მონაკვეთიდან იყო გააზრება და თემა უნდა დაგვეწერა რა იყო ამ მონაკვეთის მთავარი სათქმელი“,-გვითხრა თბილისის N147 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
რაც შეეხება საგამოცდო გარემოს, მისი თქმით, სექტორში გრილოდა და კონდიციონერიც ჩართული იყო. აპლიკანტი საგამოცდო სექტორში გამოცდაზე შესვლამდე სხვებისგან გამოირჩეოდა, გამოცდაზე წყლის და შოკოლადების დიდი მარაგით შევიდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, შოკოლადებს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა და ნაწილი უკან გამოიტანა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე დღის პირველი სესიიდან გამოსული აბიტურიენტის, ანი ლამაზაშვილი შეფასებით, გამოცდაზე მისული არგუმენტირებული ესე „უაზრობა იყო“. ზოგადად გამოცდას კი მარტივად აფასებს.
„ძალიან მარტივი იყო. ესე იყო: ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის აუცილებელია უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობა - ჩემთვის უაზრო თემა იყო, რადგან არგუმენტი ბევრი არ არის. დღევანდელი საქართველოს რეალობა მოვიყვანე, ეს იყო ერთადერთი, რაც გამახსენდა. დანარჩენი, ძირითადად მსჯელობა მქონდა. რაც შეეხება თხზულებას, ერთი შეგეძლო დაგეწერა ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ და მეორე დოჩანაშვილის მოთხრობა იყო და ეს დავწერე. მოთხრობის სახელს ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ლუკაზე იყო, ტექსტი იწყება რომ ვიღაც კაცი შეურაცხყოფას აყენებს ლუკას, სულელი ხარო და ლუკა პასუხობს რომ არა, - და შემდგომ ამაზე იყო ტექსტი რამ გამოიწვია ლუკას შემწყნარებლობა.
ტექსტის რედაქტირებას რაც შეეხება ძალიან მარტივი იყო. თვითონ ტექსტი იყო ქოლგის წარმომავლობაზე სად შეიქმნა ვინ შექმნა და რაღაც ეგეთი ტექსტი იყო. თითქმის, ყველანაირი შეცდომები იყო, მძიმეები, მაგალითად, ეწერა „იქნა აღიარებული“ და უნდა დაგეწერა აღიარეს ასეთი შეცდომა ორი შემხვდა. მოკლედ რთული ნამდვილად არ იყო ძალიან მარტივი იყო“,- გვეუბნება თბილისის N147 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ანი ლამაზაშვილი.
თბილისის N117 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო მაჭარაძე კი ამბობს, რომ გამოცდა ადვილი იყო.
„დოჩანაშვილის საქმე იყო. ვეფხისტყაოსნიდან იყო ავთანდილის მიმართვა ტარიელისადმი. ესე იყო დასაწერი - ჭეშმარიტი თავისუფლება ვერ მიიღწევა პასუხისმგებლობის და თავისუფლების გარეშე. საერთო ჯამში, გამოცდა ადვილი იყო ძალიან“, - განაცხადა ნინო მაჭარაძემ.
კიდევ ერთი აბიტურიენტის, ნინო ვარდოსანიძის თქმით, ესე იყო პასუხისმგებლობების შესახებ.
„ესე იყო ჭეშმარიტ თავისუფლებაზე ანუ პასუხისმგებლობები თუ შეიძლება გქონდეს ჭეშმარიტი თავისუფლების დროს და თემა იყო ვეფხისტყაოსნიდან - ავთანდილის დარიგება ტარიელის მიმართ. ტექსტი რედაქტირება იყო ეგვიპტეზე“, - ამბობს თბილისის N117 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნინო ვარდოსანიძე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...