მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის, ღების საჯარო სკოლის „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილე გეოგრაფიის კონსულტანტ მასწავლებელმა რევაზ ბარბაქაძემ სასწავლო რესურსი - ონის მუნიციპალიტეტის, ღების სამგანზომილებიანი (3დ) ფორმატის რელიეფური გეოგრაფიული მოდელი, შექმნა.
საგანი: გეოგრაფია
კლასი: VII
თემა: ადგილის გეგმა და პირობითი ნიშნები;
სასწავლო რესურსის მიზანი: სასწავლო რესურსის შექმნისა და გამოყენების მიზანია, მოსწავლეთა დაინტერესება კარტოგრაფიული მოდელირების საკითხებით. გარემოში ორიენტირების, გეოგრაფიული ობიექტების სივრცითი განლაგებისა და ურთიერთმიმართების, მსხვილმასშტაბიან ტოპოგრაფიულ რუკებსა და ადგილის გეგმებზე მუშაობის შესწავლისა და მსგავსი რუკების პრაქტიკული გამოყენების, შემოქმედებითი უნარების გაღვივებისთვის.
რესურსის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად. ასევე ადვილად შეიძლება საგანთაშორის კავშირის გავლებაც. იგი წარმატებით შეიძლება ინტეგრირდეს ისტორიის, „ჩვენი საქართველოს“ და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე.
რესურსის დახმარებით შესაძლებელია მოსწავლეებში სივრცითი წარმოსახვის უნარის განვითარება. ასეთი რესურსის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება მოსწავლეებში იძლევა მოტივაციის მაღალ დონეს. არის საინტერესო და სახალისო. ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორც გეოგრაფიული ობიექტების სივრცობრივი აღქმისა და გამოსახვის, ისე გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ხერხების დაუფლების თვალსაზრისით.
მოსწავლეს პრაქტიკული მუშაობის პროცესში უვითარდება სივრცითი წარმოსახვის, დაკვირვების, გარემოში ორიენტირების, გეოგრაფიული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენების უნარები, ასევე-ნებისყოფა, ფანტაზია, მცირე მოტორიკა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მათ თავიანთი საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება