სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

„იცით, ცხრილში Izrune.ge მაქვს მიწერილი საყვარელ გაკვეთილად“ - წლის ბოლო შემაჯამებელი ტესტის პირველი მონაწილე
02-07-2019
-
+


Izrune.ge-ს რედაქციიდან ზარი რომ გაისმება, ყურმილის მეორე მხარეს თავშეკავებული , ხანაც დაუფარავი სიხარული და ემოცია მოდის...

ასე მოხდა კორკოტაძეების ოჯახში...

ლინა პირველი იყო, ვინც 30 ივნისის შემაჯამებელი ტესტი გაიარა და საკმაოდ წარმატებულადაც.

თბილისის N11 საჯარო სკოლის მეორეკლასელი მოსწავლე გამალებით ელოდა 12 საათის მოსვლას, რომ მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება Izrune.ge-ზე ეფექტურად შეეჯამებინა:

„ძალიან გამიხარდა, რომ პირველმა გავიარე ტესტი, ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ხოლმე ამ დღეს. ასევე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დამირეკეთ. იცით, ცხრილში ხუთშაბათობით Izrune.ge მაქვს მიწერილი ბოლო გაკვეთილად, მეცადინეობის ეს ნაწილი განსაკუთრებით მიყვარს,-“ აღნიშნა ლინა კორკოტაძემ.

წარმატებულ მოსწავლეზე პორტალთან ერთად დედა, მაია ციყელაშვილი განსაკუთრებით ზრუნავს:

„ერთი სული აქვს, როდის მოვა ტესტების გავლის დრო. „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ არ იძინებს ხოლმე... იმდენად ხალისით ერთვება პორტალში, რომ ეს მუხტი მეც გადმომედო და სწორი პასუხების, წამახალისებელი შეძახილისა თუ დიპლომების მოპოვებისას სიამაყით ვივსები. Izrune.ge-სთან ერთად ლინამ დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გვერდით ვუზივარ, არასდროს ვეხმარები. თავისით კითხულობს, იაზრებს და ირჩევს პასუხს, თანაც მუდმივად აკონტროლებს დროს და წარმატებაზეა ორიენტირებული. პორტალზე არსებულ სხვა ტესტებსაც აქტიურად ასრულებს, თანაც პროცესში ბებია-ბაბუასაც რთავს და მთელ ოჯახს სიხარულით გვიჩვენებს რა შეუძლია. თქვენი ზარის შემდეგ, მეტი შემართებით ველოდებით სექტემბრის მოსვლას და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას Izrune.ge-სთან ერთად.“



II კლასის მზრუნველი და აქტიური ხელმძღვანელი შორენა ნაცვლიშვილი გახლავთ:

„პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, როგორც მოსწავლის, ასევე ოჯახისა და სკოლისათვის. ცოდნის გაღრმავების, სხარტი აზროვნების, თვითშეფასებისა და მოტივაციის ამაღლების კუთხით Izrune.ge ეფექტური მექანიზმია. კლასი აქტიურად ერთვება საგანმანათლებლო ინოვაციებში და შემეცნებაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც წარმატებით იყენებს. შვილების მონდომებას რომ ხედავენ, სასკოლო ცხოვრებაში მშობლებიც აქტიურად ერთვებიან და მათი წინსვლით იწონებენ თავს. რაც შეეხება ლინას, ძალიან კარგი გოგონაა, ინტერესიანი და მიზანსწრაფული, ყოველთვის აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესსა და დისკუსიებში, აქვს საკუთარი აზრი და მუდამ თამამად აფიქსირებს პოზიციას. დადის ხატვასა და მუსიკაზე, არაჩვეულებრივად მღერის. მის მრავალმხრივ განვითარებას ოჯახიც აქტიურად უწყობს ხელს. წარმატებული სასწავლო წლის შემდეგ, Izrune.ge-სთან ერთად კიდევ უფრო მეტი წინსვლის მოლოდინი გვაქვს. “

მოგეხსენებათ, 30 ივნისის შემაჯამებელი ტესტით Izrune.ge- ზე 2018-2019 სასწავლო წელი დასრულდა, ჩვენ სექტემბრიდან მრავალი საინტერესო და ინოვაციური სიახლით დაგიბრუნდებით და რედაქციიდან წარმატების წამახალისებელი ზარი კიდევ ბევრჯერ გაისმება...


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება