მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„არსებობს მოსაზრება, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება შეუძლებელია დიდი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გარეშე“, - ამ თემაზე მოუწიათ ეროვნული გამოცდების მეორე დღეს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის I სესიაზე ესეს დაწერა, რომელსაც ან უნდა დათანხმებოდნენ ან არა.
როგორც გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, ნაწილისთვის თემა ადვილი იყო, ნაწილისთვის კი - რთული.
გთავაზობთ აბიტურიენტების შეფასებებს სოციალური ქსელიდან:
„ეს იყო არგუმენტირებული ესე, რომელიც რთული იყო, მაგრამ კარგად დავწერე და იმედია, არ ავცდი“...
„ორაზროვანი იყო, გააზრება სჭირდებოდა, მაგრამ მაინც დავწერე...ქვეყნის ვალდებულებაზე დავწერე, რომ ვალდებულება აკისრია თავისი ქვეყნის წინაშე“...
„რანაირი ესე იყო? ცოტა ნორმალური ვერაფერი მოიფიქრეს?“...
„რთული იყო საკმაოდ“...
„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ არც მარტივი არ ყოფილა“...
„ესე იყო საშინელება. იმდენი ვიფიქრე შედარებაზე, რისთვის შემედარებინა?“
ასევე იხილეთ: რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტებს - კომენტარები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები თემატურად შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, იმყოფებოდნენ თეატრში - „მეორე სახლი“