მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო გამოცდიდან ერთ-ერთი პირველი აბიტურიენტი თბილისის N39 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა.
როგორც აპლიკანტმა გვითხრა, გამოცდაზე ამჯერადაც ერთ-ერთი თემა „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტიდან იყო დასაწერი.
„არგუმენტირებული ესეს თემა იყო - წარმატება რამდენად მოიცავს პოპულარობისა და დიდებისკენ სწრაფვას. დაახლოებით ასეთი ფორმულირება ჰქონდა. თხზულებებს რაც შეეხება, ამ ვარიანტშიც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ერთ-ერთი მონაკვეთი“,- განაცხადა აბიტურიენტმა.
კიდევ ერთი აბიტურიენტი etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ რედაქტირების ტექსტი მარაობის შექმნას უკავშირდებოდა.
„მეორე თხზულება იყო, სადაც ერთ ერთი მხატვარი თავის ძმას უზიარებს შთაბეჭდილებებს. ეს მხატვარი მოგზაურობდა ფშავში და აკეთებდა ესკიზებს და ჩანახატებს, წერილს წერდა თავის ძმას და იმ თავგადასავლების შესახებ უყვებოდა, რომელიც მას ხვდებოდა ამ მოგზაურობისას. მეორე თემა „ვეფხისტყაოსნიდან“იყო, თუმცა, მე პირველი დავწერე. არგუმენტირებული ესე იყო შემდეგი - არის თუ არა წარმატების განმსაზღვრელი პირობები პოპულარობა და დიდება. მე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე ამ პოზიციას. რედაქტირებას რაც შეეხება, ჩემთვის ყველაზე მარტივი რედაქტირება იყო. უშუალოდ ტექსტი მარაოების შექმნას უკავშირდებოდა და შემდგომ მის გავრცელებას. ძალიან მარტივი შეცდომები იყო დაშვებული“,- გვითხრა თბილისი N39 საჯარო სკოლის საგამოცდო სექტორიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
ასევე იხილეთ: რა საკითხები შეხვდათ ქართულის გამოცდის მეორე დღეს I სესიაზე აბიტურიენტებს - კომენტარები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო