მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის№5 სკოლაში გაიმართა ნიკო გომელაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საღამო სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით, ემოციითა და გულისტკივილით:
''საღამო ჩატარდა მე-9 კლასის მოსწავლის თეონა დალალიშვილის ინიციატივითა და ორგანიზატორობით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით. მან თავის მეგობრებთან ერთად სკოლის სცენაზე გააცოცხლა ნიკოს გომელაურის პოეზია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.''
''სასწაულები ხდება წამებში''
ნიკო გომელაური
,,სულ პატარა ვიყავი როცა დედაჩემის ქუსლიანი ფეხსაცმელებით, მოპარული პუდრი–პომადით სარკის წინ ვიპრანჭებოდი, მიმიკებს ვიცვლიდი და მსახიობებს ვბაძავდი... შემდეგ ჩემს შეგნებულ აზროვნებაში გაჩნდა მარცვალი მომავალ პროფესიაზე. მიყვარს თეატრი, კინო, მსახიობები, პოეტები,მხატვრები... სკოლაში შესასწავლ მწერლებთან ერთად გავეცანი სხვებსაც და შემიყვარდა ნიკო გომელაურის შემოქმედება, მისი ლექსები, როლები,ცხოვრების ეპიზოდები.გული მტკივა მის ბედისწერაზე... ვინ იცის რამდენი რამ დარჩა უთქმელი, ხორცშესასხმელი...
2017წელს გავბედე და ნიკოს პოეზია სკოლის სააქტო დარბაზში ჩემი მეგობრების ანანო წიქარიშვილის, მარიამ კვინცხაძის, თამარ ბერიძის, ლანა ღვალაძის, გვანცა ბალახაშვილის დახმარებით მოკრძალებულად გავაჟღერეთ...
ნიკო ამბობს: ,,სასწაულები ხდება წამებში“, მართლაც მოხდა სასწაული– მიგვიღო და ტაში დაგვიკრა სკოლის დირქტორმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, თანატოლებმა და ჩემმა საყვარელმა მშობლიური ენის მასწავლებელმა.
მაპატიეთ ჩემი სითამამე და ვიტყვი ნიკოსეულად – ნუ დავუწყებთ ძებნას წამებს დასაწუნს, ნუ დავცინებთ ერთმანეთს ზურგის არეში...
მადლობა ჩემს სკოლას თანადგომისთვის, იმისთვის, რომ მომცა ეს სითამამე, შემაყვარა პოეზია.
ჩემო პედაგოგებო, მშობლებო, თანატოლებო, მეგობრებო მჯერა რომ, თუ ერთმანეთის სიყვარული და ნდობა გვექნება, წუთში ვიხილავთ სამოც სასწაულს რადგან სასწაულები ხდება წამებში!!!“
ავტორი: თეონა დალალიშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.