სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ 2019 წლის ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკა
03-07-2019
-
+


გასული წლების მსგავსად გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალზე დასმული კითხვების სტატისტიკას: რამდენი სწორი პასუხი დაფიქსირდა, რამდენი არასწორი და რამდენმა მოსწავლემ შეიკავა პასუხის დაფისქირებისგან თავი. ასევე თითოეული ვერსია რამდენმა აირჩია და რამდენი იყო პასუხის დაფიქსირების საშუალო დრო.

1-ელ, მე-2, მე-5, მე-6, მე-9, მე-11, მე-12, მე-14, მე-15 და მე-19 კითხვებს მონაწილეთა უმრავლესობამ სწორი პასუხი გასცა. 1-ლი კითხვა ეხებოდა „ვეფხისტყაოსანს“ და სიტყვა „მჭევრის“ განმარტებას, მე-2 კითხვა - თევზისსაცურავი ბუშტის გაფართოებას, მე-5 კითხვა უფრო მეტად სისწრაფეზე იყო გათვლილი და ძველ ქართულ ანდაზას გვახსენებდა ზარმაცის შესახებ, მე-6 კითხვა გეოგრაფიიდან ვულკანის შესახებ ასევე საკმაოდ მარტივი გამოდგა ფინალისტებისთვის. მე-9 და მე-11 კითხვები ტექნიკური საგნებიდან - ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნის მოშველიებას მოითხოვდა და აქაც ფინალისტებმა შესაშური შედეგები აჩვენეს, ხოლო მე-12 და მე-15 კითხვები კვლავ „ვეფხისტყაოსანთან“ იყო დაკავშირებული. ფინალისტებს არც ჩინეთის ეროვნულ საგანძურად მიჩნეული ცხოველის და შესაბამისად მე-15 კითხვის სწორი პასუხის - პანდას გამოცნობა გასჭირვებიათ. ფინალის დაძაბულობამ და ბოლო წუთებმა მონაწილეები არც მე-19 კითხვის შემთხვევაში დააბნია და ბიოლოგიიდან კითხვას საჭმლის მონელების პროცესის შესახებ დამაჯერებელი უმრავლესობით გასცეს სწორი პასუხი.

რაც შეეხება რთულ კითხვებს, სტატისტიკის მიხედვით, მათ შორის აღმოჩნდა მე-4, მე-7, მე-13, მე-16 და განსაკუთრებით კი - მე-17 და მე-20 კითხვები. მე-4 კითხვა ორკუზიანი აქლემის სახელწოდებას უკავშირდებოდა, მე-7 - ერეკლე მეორეს მიერ განმტკიცებულ კანონს „საკუთრების ქალაქური წესის შესახებ“, ხოლო მე-13 კითხვა - „ეტალონში“ გასული სასწავლო წლის საქართველო-ლიტვის მეგობრობის წლად გამოცხადების ერთგვარ საფინალო გაჟღერებას წარმოადგენდა და ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერის გახსნას უკავშირდებოდა. მონაწილეთათვის არც მე-16 კითხვა გამოდგა მარტივი მუშების რაოდენობისა და არხის გათხრის დროის თანაფარდობის შესახებ. განსაკუთრებულად რთული კი მე-17 და მე-20 კითხვა აღმოჩნდა. მე-17 კითხვა საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონებს შორის მანდილოსანთა რაოდენობას, ხოლო მე-20 კითხვა საადი შირაზელის ცნობილ სტრიქონებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფინალისტებმა ყველაზე სწრაფად 3.6 წამში მე-5 კითხვას, ხოლო 3.96 წამში კი მე-6 კითხვას უპასუხეს. ყველაზე დიდი დრო ფინალისტების მიერ  მე-17 – 9,87 წამი, მე-20 – 8.63 წამი და მე-3 – 8.08 წამი კითხვებზე პასუხების გაცემის დროს დაფიქსირდა. ამასთან, მე-5 და მე-6 კითხვებზე მონაწილეთა უმრავლესობამ წორი პასუხი გასცა, მე-17 და მე-20 კითხვა კი როგორც აღვნიშნეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა. რაც შეეხება მე-3 კითხვას - პასუხის გაცემისას ფინალისტებმა მართალია ამ კითხვაზე შედარებით დიდხანს იფიქრეს, თუმცა უმრავლესობა მათგანმა მაინც მოასწრო ამ მათემატიკურ კითხვაზე სწორი პასუხის გამოანგარიშება.

წინა წლებისგან განსხვავებით აღსანშნავია, რომ წლევანდელ ფინალზე არც ერთი კითხვა არ აღმოჩნდა, რომელზეც არც ერთმა მონაწილემ არ შეიკავა თავი. ყველაზე მეტი თავშეკავება დაფიქსირდა მე-17, ხოლო ყველაზე ნაკლები - მე-5, მე-6, მე-9 და მე-19 კითხვებზე, რომლებზეც მხოლოდ თითო მონაწილემ შეიკავა თავი.

რაც შეეხება არასწორ პასუხებს, ყველაზე მეტი 57 არასწორი პასუხი დაფიქსირდა მე-4, 51 არასწორი პასუხი - მე-20, ხოლო 50 არასწორი პასუხი - მე-7 კითხვაზე. სამივე ეს კითხვა როგორც უკვე აღვნიშნეთ რთული კატეგორიის კითხვებს შორის აღმოჩნდა.

მასალაზე თანდართული ფოტოს სახით კი შეგიძლიათ იხილოთ ფინალის კითხვების დეტალური სტატისტიკა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება