მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმისთვის რომ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო, არ არის აუცილებელი იყო ზრდასრული.
etaloni.ge გაგაცნობთ ბავშვებს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.
მალალა იუსუფზაი
ახალგაზრდა პაკისტანელი უფლებადამცველი მუსლიმი ქალების და გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის.
2012 წელს ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები სკოლის ავტობუსს დაესხნენ თავს, მალალა თავში მძიმედ დაიჭრა და ლამის დაიღუპა. 2014 წელს 17 წლის მალალა იუსუფზაის ნობელის პრემია მიენიჭა და დღეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გაერო მშვიდობის ელჩია.
ანა ფრანკი
ებრაელი გოგონა მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი წლის განმავლობაში, ოჯახთან ერთად ამსტერდამში სამალავში ნაცისტურ ტერორის აფარებდა თავს. საბოლოოდ იგი მაინც დაიჭირეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვეს. ანა 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი - თავისი დღიური, რომელმაც ფაშიზმის სისასტიკეს ახადა ფარდა. ის პირველად ჰოლანდიაში 50-იან წლებში დაიბეჭდა. ნათარგმნია 17 ენაზე და მისი მილიონობით ეგზემპლარი გამოიცა.
სამანტა სმიტი
1983 წელს 10 წლის ამერიკელმა გოგონამ საბჭოთა კავშირის ლიდერს იური ანდროპოვს წერილი მისწერა.
„ძალიან ვღელავ, იმის გამო დაიწყება თუ არ საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული ომი. თქვენ ომის მომხრე ხართ თუ არა? რა თქმა უნდა, ვალდებული არ ხართ მიპასუხოთ, მაგრამ ვისურვებდი მცოდნოდა, რატომ გინდათ დაიპყროთ მთელი მსოფლიო, ან უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა“,- წერდა ანდროპოვს სამანტა.
ანდროპოვმა წერილს უპასუხა და გოგონა ოჯახთან ერთად საბჭოთა კავშირში მიიპატიჟა. სამანტა ჩავიდა როგორც კეთილი ნების ელჩი. ამის შემდეგ სამანტა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, გაჩნდა გამოთქვა - „საბავშვო დიპლომატია“.
სამწუხაროდ, 13 წლის სამანტა ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
იკბალ მასიჰი
როდესაც ბიჭუნა 4 წლის იყო 12 დოლარად მონად გაყიდეს. ხალიჩების მწარმოებელი ფაბრიკიდან გამოქცევა, სადაც დღე-ღამეში 12 საათი მუშაობდა, მან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო. შემდეგ, იგი პაკისტანის მონური შრომისგან გამათავისუფლებელ ფრონტს შეუერთდა და 3000-ზე მეტ ბავშვს მონობისგან თავის დაღწევაში დაეხმარა. იკბალ მასიჰი მონური შრომის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში გამოდიოდა.
იკბალმა მიიღო „პრემია ადამიანის უფლებების ბრძოლისთვის“ და მის დახარჯვას უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აპირებდა, მაგრამ სამწუხაროდ, იგი სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მოკლეს.
ანოიარა ხათუნი
12 წლის ინდოელი ანოიარა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ - „Save children“ იგი ოჯახური მონობისგან იხსნა. მას შემდეგ გოგონა ორგანიზაციის აქტივისტია და ადრეული ქორწინების პრობლემას, ბავშვებით ვაჭრობას და ბავშვთა შრომას ებრძვის. 18 წლის ანოიარამ უკვე 85 ბავშვი გადაარჩინა, 35 ადრეული ქორწინება აღკვეთა და სკოლებში 200 ბავშვი დააბრუნა.
ისტონ ლაშაპელი
14 წლის ასაკში ისტონმა Lego-ს დეტალებით რობოტის ხელი დაამზადა. შემდეგ კი ბედად 7 წლის გოგონა გაიცნო, რომელსაც დაახლოებით 80000-დოლარიანი ხელის პროთეზი ჰქონდა. ისტონი ღირებულებამ გააოგნა და იაფფასიანი ანალოგის გამოგონებაზე დაფიქრდა.
17 წლის ასაკში მან პროთეზი დაამზადა, რომელსაც ადამიანის ტვინი აკონტროლებს. ახალგაზრდა გამომგონებელმა პროთეზის დეტალები 3D პრინტერზე დაბეჭდა. პროთეზის ღირებულება კი 350$ შეადგინა.
ბოიან სლატი
16 წლის ნიდერლანდელი ბოიან სლატი პლასტიკური ნაგვის პრობლემით დაინტერესდა, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებს აბინძურებს.
ბოიანმა მოწყობილობა - Ocean Cleanup Array გამოიგონა. პლატფორმები, რომლებიც წყალზე იცურავებენ და ნაგავს მოაგროვებენ.
მოწყობილობამ დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი პრიზი აიღო. ახალგაზრდა გამომგონებელმა კი ოკეანეების გაწმენდის ფონდი შექმნა - The Ocean Cleanup Foundation. პლასტიკურ ნაგავთან საბრძოლველად ფონდმა უკვე 30 მლნ დოლარის შეგროვება შეძლო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო და საზეიმო ნომრები
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...