სიახლეები
სკოლები

თბილისის N39 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
04-07-2019
-
+


თბილისის N39 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ცნობილი მწერლები და პოეტები, ასევე ესწრებოდა მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი. ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა, სკოლის აღსაზრდელებს ასევე „ეტალონის“ სერტიფიკატები გადაეცათ. 

„დადებით ემოციებითა და უამრავი კეთილი სურვილებით დახუნძლული დღე ... სასწავლო წლის დასასრული სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, 4/1 კლასის მოსწავლეებმა სკოლის თეატრალურ სარდაფში სპექტაკლი „სათაგური“ წარმოგვიდგინეს, რომელიც პატარა ნიჭიერი მსახიობების წყალობით განსაკუთრებული ემოციებით იყო დატვირთული, 2/2 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მოწვეული იყვნენ ცნობილი მწერლები და პოეტები, ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი. მათთან შეხვედრამ უშუალო და თბილ გარემოში ჩაიარა... ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ჩვენი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა, აგრეთვე მოსწავლეებს გადაეცათ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან განახლდება

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის შედეგები ცნობილია - ანგარიში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება