მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
2 ივლისი - ახალმთვარეობა და მზის სრული დაბნელება
17 ივლისი - სავსემთვარეობა და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება
ივლისი - 2019 წლის პირველი რთული „კარიბჭეა“ (მეორე სექტემბრის მესამე დეკადაში და ოქტომბრის პირველ-მეორე დეკადაში იქნება), ამიტომ ამ თვეში მნიშვნელოვანი მოვლენების რეალიზაციის ან გაუარესების ალბათობა ძალიან მაღალია (ეს საგრძნობი იქნება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებში).
განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი და კრიზისული იქნება ივლისის პირველი და მეორე დეკადა, ამიტომ 1-20 ივლისის შუალედში წინდახედულობისა და ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო (პიკი: 4-17 ივლისი).
ივლისში ძირითად ფონს ქმნის მერკური-მარსის კვადრატული ასპექტი ურანთან - ეს იქნება მენტალური და ფიზიკური სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, საკუთარი უფლებების დაცვა. ადამიანებში მოიმატებს რევოლუციური განწყობა, გაძლიერდება დესტრუქციული ქმედებების ალბათობა, ეს კი შექმნის მიღწეული მდგომარეობის დაკარგვის საფრთხეს.
დამატებითი ნეგატიური ფონი იქნება სატურნი-პლუტონის შეერთება, რომელიც ჯერ კიდევ ივნისის პროგნოზში აღვწერე (ციტატა ივნისის პროგნოზიდან: „7-22 ივნისი: სატურნი-პლუტონის შეერთება. შეიქმნება შინაგანი დაძაბულობა. გაჭირდება კონცენტრაცია. მოიმატებს შინაგანი პროტესტის განცდა, რამაც შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები შექმნას. მოსალოდნელია პიროვნების და კოლექტივის დაპირისპირება, მოსალოდნელია სისტემური შეცდომების დაშვებაც“).
სატურნი-პლუტონის შეერთება ივლისში უფრო სუსტად გამოვლინდება, თუმცა მას დაუპირისპირდება მზე, ეს კი გააძლიერებს დოგმატურობას, სწორხაზოვნებას, სხვების კონტროლის სურვილს, რაც შეიძლება დამატებითი ნეგატიური იმპულსიც გახდეს. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ისევ და ისევ ივლისის პირველ და მეორე დეკადაში.
23 ივლისიდან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება. თუმცა ისევ ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო თვის ბოლოს (29-31 ივლისი).
--------------------------------------------------------
- ასტროკალენდარი -
* 2 ივლისი: ახალმთვარეობა და მზის დაბნელება (გამოჩნდება წყნარი ოკეანის სამხრეთიდან და სამხრეთ ამერიკიდან)
ასტროლოგიურად რთული დღეა. ეს ქმნის მარტოობის განცდას და ასევე კრიზისული სიტუაციების ალბათობას. არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
* 2 ივლისი: მარსი > ლომის ზოდიაქოში
გაძლიერდება მიზანსწრაფვა, აქტიურობა, გაბედულება და დომინანტობის სურვილი. ეს კი რიგ შემთხვევაში გაზრდის კამათისა და დაპირისპირებების ალბათობას.
* 3 ივლისი: ვენერა > კირჩხიბის ზოდიაქოში
გააძლიერებდა ინტუიცია, მგრძნობიარობა, წარმოსახვა და რომანტიკულობა. გააქტიურდება ოჯახური საკითხები. მნიშვნელოვანი გახდება ქალებთან დაკავშირებული ურთიერთობები და ვალდებულებები.
4-18 ივლისი: მარსი-ურანის დისჰარმონიული კავშირი
ეს არის ივლისის ძირითადი ნეგატიური ფონი. ამ ასპექტის გავლენის დროს მოიმატებს დაპირისპირებების, სკანდალების, კონფლიქტების, ტექნიკური ავარიების და ხანძრების ალბათობა.
* 7-31 ივლისი: მერკური> რეტროგრადული მოძრაობა
გართულდება კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის მოძიება და გადაცემა. გაძლიერდება მეტისმეტი სუბიექტურობა და ეს გაართულებს მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს. ეს კარგი დროა მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვისთვის, წარსულის ანალიზისთვის, დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის და გადადებული საქმეების დასრულებისთვის.
* 17 ივლისი: სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება
ეს დღე ემოციური იქნება. მოიმატებს არაადეკვატურობის ალბათობა. მოსალოდნელია შეიქმნას გაუგებრობის და დაპირისპირების ალბათობა. წარმატებას გამოცდილი მეთოდებით მოქმედება მოიტანს. თუმცა რიგ შემთხვევებში ამ დღემ მოსალოდნელია სერიოზული განახლება და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა მოიტანოს.
* 23 ივლისი: მზე> ლომის ზოდიაქოში
საერთო მდგომარეობა გამოსწორდება. ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, არტისტიზმი და თავდაჯერებულობა. ეს პოზიტიური პერიოდი გასტანს 27 ივლისამდე. ამ დროს სასიკეთო იქნება აქტიური მოქმედებები, მითუმეტეს, რომ გაზრდილი იქნება წარმატების მიღწევის ალბათობა
* 28 ივლისი: ვენერა> ლომის ზოდიაქოში
მოიმატებს ენერგიულობა, მომხიბვლელობა და სილამაზის აღქმის უნარი. სიყვარულში, პირად ცხოვრებაში ადამიანები უფრო მომთხოვნები და ეგოისტები გახდებიან. თუმცა ურთიერთკომპრომისების ხარჯზე კონფლიქტების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება.
--------------------------------------------------------
ამ პერიოდებში ახალი საქმეების დაწყება და შენაძენების გაკეთება რეკომენდებული არ არის!!!
/„არაეფექტიანი“, ანუ „უკურსო“ მთვარე თბილისის მონაცემებით, შესაბამისად უცხოეთში საჭიროა თბილისთან შესაბამისი საათობრივი განსხვავების დამატება ან მოკლება/:
* 2.07.2019 (1:48) - 2.07.2019 (5:23)
* 3.07.2019 (18:25) - 4.07.2019 (7:19)
* 5.07.2019 (10:24) - 6.07.2019 (8:25)
* 7.07.2019 (20:50) - 8.07.2019 (10:07)
* 9.07.2019 (23:35) - 10.07.2019 (13:28)
* 12.07.2019 (4:28) - 12.07.2019 (19:05)
* 14.07.2019 (5:30) - 15.07.2019 (3:05)
* 17.07.2019 (1:38) - 17.07.2019 (13:18)
* 18.07.2019 (19:53) - 20.07.2019 (1:19)
* 22.07.2019 (12:34) - 22.07.2019 (14:02)
* 24.07.2019 (18:48) - 25.07.2019 (1:42)
* 27.07.2019 (8:28) - 27.07.2019 (10:29)
* 28.07.2019 (19:24) - 29.07.2019 (15:31)
* 31.07.2019 (7:32) - 31.07.2019 (17:18)
--------------------------------------------------------
ზოდიაქოს ნიშნებისთვის ივლისში ზოგადად სასიკეთო დღეები:
ვერძი: 4, 8, 13, 17, 22, 27
კურო: 3, 7, 11, 16, 20, 26,31
ტყუპები: 4, 8, 14, 19, 23, 27
კირჩხიბი: 2, 7, 11, 15, 20, 26, 31
ლომი: 1, 4, 9, 14 , 19, 24, 28
ქალწული: 2, 6, 10, 15, 20, 25, 30
სასწორი: 1, 5, 9, 14, 18, 24, 28
მორიელი: 3, 7, 12, 15, 21, 25, 30
მშვილდოსანი: 5, 9, 13, 18, 123, 28
თხის რქა: 2, 6, 12, 16, 21, 25, 31
მერწყული: 1, 5, 9, 13, 17, 22, 27
თევზები: 3, 6, 10, 16, 21, 26, 31
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...