მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული გამოცდები სტრესული პერიოდია მოსწავლეებისთვის. საფრანგეთში მოსწავლეები baccalauréat-ის ჩაბარების გამო ღელავენ, ინგლისში - GCSE-ის, აშშ-ი SAT-ის ან AC-ის, ბრაზილიაში - Enem -ის გამო, საქართველოშიც ამჟამად აბიტურიენტები ერთიანი ეროვნულ გამოცდების ციებ-ცხელებაში არიან.
მაგრამ ჩინეთში სკოლის ეროვნულ გამოსაშვებ გამოცდას - „სამდღიან ჯოჯოხეთს“ ეძახიან. შევეცდებით გარკვევას მართლაც ასეთი საშინელია თუა არა გაოკაო.
გაოკაო (高考) - ეროვნული გამოსაშვები გამოცდა - ძირითადად წერილობითი ტესტების ფორმით ტარდება და 2 ან სამი დღე გრძელდება. სავალდებულო გამოცდების ჩასაბარებლად - ინგლისურსა და ჩინურ ენებში და ასევე მათემატიკაში - ორ-ორი საათია გამოყოფილი. კიდევ ორი საგნის ჩასაბარებლად კი, რომლებსაც მოსწავლეები თავად ირჩევენ, - საათნახევარი.
ქულების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის აღებაც გაოკაოზე არის შესაძლებელის ეს არის - 750 ხუთივე საგანში და 150 ერთში. გაოკაო წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ კურსდამთავრებული საერთო ჯამში არანაკლებ 690 ქულას დააგროვებს. საგნის გამოცდა ჩაჭრილად ჩაითვლება, თუ მასში 93 ქულაზე ნაკლებია აღებული. ნამუშევრებს კომპიუტერი ამოწმებს, მასვე გამოჰყავს, საბოლოო შედეგი, რომელიც ერთი წელი მოქმედებს.
თუ სკოლის დამთავრებისას ჩაიჭერი ეროვნული გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. ერთმა ჩინელმა ლიაონინის პროვინციიდან მისი ჩაბარება 19-ჯერ სცადა. 20 წლის მანძილზე გამოცდის საფასურში მან სამი ათასზე მეტი იუანი დახარჯა (დაახლოებით 430$ ) მაგრამ გამოცდა მაინც ვერ ჩააბარა.
გაოკაო - დენ სიაოპინის მემკვიდრეობა
იმის გასაგებად რატომ უთმობენ ამდენ ყურადღებას ჩინეთში სახელმწიფო გამოცდას ისტორია მოვიშველიოთ. გაოკაო ჩინეთში 1952 წელს შემოიღეს, მაგრამ 1966 წელს იგი გააუქმეს და კურსდამთავრებულების მიღება უნივერსიტეტებმა რეკომენდაციებით და მშობლების პირადი კავშირების წყალობით დაიწყეს. მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ დენ სიაოპინმა გამოცდა დააბრუნა.
პირველი ეროვნული გაოკაო 1977 წელს ჩაატარეს. მასში თითქმის 6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ წარმატებით ჩაბარება მხოლოდ 273 000-მა მოახერხა. ეს ყველაზე ცუდი შედეგი იყო ჩინეთის სიტორიაში. თანდათანობით მაჩვენებლები გაუმჯობესდა. დღეს გაოკაოს არცთუ იშვიათად ამერიკულ SAT-ზე და ბრიტანულ A-level-ზე რთულად თვლიან.
კონკურენცია უნივერსტეტებში ჩაბარებისას
უმაღლესი განათლების არქონა ახალგაზრდა ადამიანისთვის ფაქტობრივად კარიერულ გზაზე პრობლემების გარანტიაა. ჩინეთში ბავშვებს ადრეული ასაკიდან შთააგონებენ: თუ ცუდად ისწავლი - ვერ ჩააბარებ გაოკაოს, ვერ ჩააბარებ გაოკაოს - ვერ მოხვდები პრესტიჟულ უნივერისტეტში, ვერ მოხვდები უნივერსიტეტში - არ გეღირსება კარიერული წინსვლა. რაც უფრო უკეთ ჩააბარებს კურსდამთავრებული ეროვნულ გამოცდას, მით უფრო მეტი შანსი აქვს ისწავლოს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.
კონკურენცია უნივერსიტეტში ჩაბარებისას ძალიან მაღალია. კონკურსი პოპულარულ უნივერსიტეტებში, მაგალითად პეკინის ან ცინგუას უნივერსიტეტში შეიძლება იყოს 600 აბიტურიენტი ადგილზე. ადგილისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს: სტატისტიკით, სტუდენტების არანაკლებ 96% რომლებიც პეკინის უნივერსიტეტის დიპლომს იღებენ, მაღალანაზღაურებად სამსახურებში საქმდებიან.
რატომ ეძახიან „სამდღიან ჯოჯოხეთს“
ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეები გამოცდისთვის გაძლიერებულად ემზადებიან, მათ, ფაქტობრივად, არ ჰყოფნით დრო ძილისთვის. იმისთვის, რომ ბავშვმა მთელი თავისი დრო მომზადებას დაუთმოს, ზოგიერთი მშობელს შვილი საცხოვრებლად ტესტირების ცენტრის სიახლოვეს გადაჰყავს. ფასები მაღალია, მაგრამ რაც უფრო ახლოა გამოცდა, მით უფრო ნაკლებია თავისუფალი ნომერი.
ჩინეთში არსებობს პროფესია გაოკაო-ძიძა. წარმატებული სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებიან. გაოკაოს მომსახურება ძვირია და ყველა ოჯახს არ შეუძლია მისი გამოყენება.
გადაწერისთვის ციხე
გამუდმებული ფიქრი გამოცდების შესახებ, გაძლიერებული მომზადება, შიში რომ ვერ იშოვი კარგ სამსახურს - ყველაფერი ეს ადრეული ასაკიდან ძალიან თრგუნავს ჩინელ მოსწავლეს. გასაკვირი არ არის, რომ მოზარდი ეძებს გადაწერის ნებისმიერ ხერხს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია.
საგამოცდო ცენტრის შესასვლელში მოსწავლეებს ლითონის დეტექტორებით ამოწმებენ. ყველა დარბაზს, სადაც ტესტირება მიმდინარეობს, ყურადღებით აკვირდებიან. სპეციალური სამსახურები ამოწმებენ ქსელს, რომ არ გაიპაროს ინფორმაცია. თუ მოზარდმა მაინც გადაწყვიტა გადაწერა და გამოიჭირეს, მას სამი წლით გამოცდის გადაბარების შესაძლებლობას ართმევენ. უფრო მეტიც, 2016 წელს მიღებული კანონით, დამრღვევი შესაძლოა სამიდან შვიდი წლის ვადით ციხეში მოხვდეს.
უნდა ითქვას რომ, ეროვნული გამოცდის მნიშვნელობა ჩინეთში და მისი როლი გაზვიადებული არ არის. თუ ახალგაზრდას უნდა სახელმწიფო კომპანიაში მუშაობა, უმაღლესი განათლების გარეშე მას არ აქვს იქ დასაქმების შანსი. ისევე როგორც მნიშვნელოვნად დაბალია იმის შესაძლებლობა რომ მან დაიკავოს მმართველი პოზიცია კომერციულ კომპანიაში. უნდა ითქვას, რომ გაოკაოს ქულები ჩინელი კურსდამთავრებულის ცხოვრებაში შესაძლებლობებს და ანაზღაურების პოტენციალს განსაზღვრავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...