მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბიტურიენტებმა დღეს ქიმიის გამოცდა ჩააბარეს. წელს ქიმიაზე ორი ათასზე მეტი ადგილია გამოცხადებული და ორი ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი ამბობს, გამოცდა რთული არ ყოფილა, თუმცა აბიტურიენტების ნაწილის შეფასებით, ამოცანები გაუჭირდათ.
„წინა წლებთან შედარებით მარტივი ტესტი იყო. კითხვები ორგანული ქიმიიდანაც იყო და არაორგანულდანაც. ტესტური პირველი 30 კითხვა განსაკუთრებულად გამიმარტივდა. გამოცდის სირთულეს ვინ როგორ აღიქვამს, ინდივიდუალურია. ჩემთვის ადვილი იყო“ - განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„ვინც ქიმია იცის, ადვილია მისთვის. უფრო მეტად გათანაბრებები იყო და ბოლოში ამოცანებიც იყო. ასე თუ ისე, არ იყო რთული. ნორმალური ტესტი იყო. მე არცერთი საკითხი არ გამიჭირდა. ჩემი აზრით, წინა წლების ტესტებთან შედარებით უფრო ადვილია“,-გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.
„მე გამიჭირდა, სიმართლე რომ გითხრათ. უფრო ორგანული ქიმიის საკითხები გამიჭირდა. მაგრამ ალბათ, ვინც იცის, იმას არ გაუჭირდება. ჩემთვის წინა წლების ტესტებთან შედარებით, უფრო გართულებული იყო“,- განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„წინა წლების ტესტები ბევრად უფრო რთული იყო. მე ამოცანები გამიჭირდა ძალიან, შემოსახაზები ძალიან მარტივი იყო. საკითხები უფრო მეტად ორგანული ქიმიიდან იყო“,- გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
„ცოტა გამიჭირდა, განსაკუთრებით ბოლო 4 საკითხი - ამოცანები და სტრუქტურული ფორმულების შედგენა. სხვა დანარჩენი კარგად დავწერე. მაინცდამაინც რთული არ იყო. წინა წლების ტესტები უფრო რთული იყო“,- განაცხადა აპლიკანტმა.
„ბოლო დავალებები - ამოცანები რთული იყო, ტესტები არც ისე. ერთი ამოცანა ვერ დავწერე მხოლოდ. საერთო ჯამში, საშუალო სირთულის იყო. ტესტები ძნელი არ იყო, ამოცანები შედარებით ძნელი იყო“,-გვითხრა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქიმიის გამოცდისათვის დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 96%-ზე მეტი გამოცხადდა. აპლიკანტთა რეგისტრაცია 15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყო და 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...