სიახლეები
სიახლეები

„გამოცდები უნდა იყოს, თუმცა პროფესიული უნარების გამოცდის საჭიროებას ვერ ვხედავ“ - პედაგოგების შეფასებები
11-07-2019
-
+


პროფესიული უნარების გამოცდის სირთულეზე არაერთი პედაგოგი საუბრობს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ტესტებში გარკვეული ტიპის შეცდომები იყო, ხოლო ყველაზე მეტად ღია ტიპის დავალებების დაწერა გაუჭირდათ.

„სპორტის მასწავლებელი ვარ. უკვე რამდენიმე წელია სკოლაში ვასწავლი. ვფიქრობ, გამოცდები უნდა იყოს ,თუმცა პროფესიული უნარების გამოცდის საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ხშირად თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები სხვადასხვა რაღაც არის. შეიძლება, თეორიულად იმდენად არ იცოდე რაღაც, მაგრამ რეალურად გქონდეს ის მიდგომები, რომელიც აუცილებელია მასწავლებლისთვის. შეცდომებიც იყო ტესტებში, ვერ გავიგე რამდენიმე საკითხი, რადგან ერთ-ერთ დავალებაში 2 სვეტად იყო სიტყვები და უნდა შეგეთავსებინა ერთმანეთისთვის, მაგრამ ერთ სვეტში 4 სიტყვა იყო მეორეში სამი და ვერ გავიგე“,-გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

გამოცდით უკმაყოფილოა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც თვლის, რომ ღია დავალებები საკმაოდ რთული იყო.

„საკმაოდ რთული გამოცდა იყო. განსაკუთრებით ღია ტიპის დავალებები გამიჭირდა. ტესტებშიც მგონი რაღაც შეცდომები იყო, კონკრეტულად აღარ მახსოვს მაგრამ წერისას აშკარად შეცდომები იყო“,- გვითხრა პედაგოგმა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ისტორიას ასწავლის.

გამოცდიდან გამოსული რუსული ენის პედაგოგის თქმით, მისთვის საკმაოდ რთული იყო ტესტი.

„​როგორ გითხრათ, მე რუსულენივანი პედაგოგი ვარ და ნამდვილად გამიჭირდა დაწერა. ვინც იცის, ალბათ, მისთვის მარტივი იყო, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. თემები უფრო ბავშვებისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე, ბავშვთა ჩაგვრაზე იყო, იმდენად ემოციურია ეს ყველაფერი და ისე ვნერვიულობდი კონკრეტული საკითხები ახლა აღარც მახსოვს“,- გვითხრა რუსული ენის პედაგოგმა, რომელიც პროფესიული უნარების გამოცდა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში დაწერა.

როგორც ჭადრაკის მასწავლებელმა გვითხრა, თეორიები თუ იცი,  გამოცდა რთული დასაწერი არ არის.

„თეორიები თუ იცი, რთული დასაწერი არ არის. სულ 12 ღია თემა და 31 დახურული ტესტი იყო. ღია კითხვებში ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა კონფლიქტის თავიდან არიდებას, ასევე როგორ განავითაროთ ბავშვებში კრიტიკული აზროვნება. პიაჟეს თეორიიდან იყო ერთ-ერთი საკითხი, რომ ბავშვებს წყლის ჭიქაში ჩაუგდეს შაქრის კუბიკი, რის გამოც წყლის დონემ აიწია და ბავშვებს ეკითხებოდნენ შაქარი რომ გალღვებოდა მაშინ რას იზამდა წყლის დონე? ბავშვებმა თქვეს, რომ წყლის დონე დაიწევდა, თუმცა არ იცოდნენ რატომ და გეკითხებოდნენ რა სტადიაზე იყვნენ ბავშვები, როგორ უნდა განვავითაროთ, რომ შემდეგ კოგნიტურ საფეხურზე გადასულიყვნენ“,- გვითხრა ჭადრაკის პედაგოგმა, ნატა ქველაძემ

მასწავლებლები უკვე მეორე დღეა პროფესიულ უნარებს აბარებენ.  გამოცდები 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სრულდება.

ასევე იხილეთ: მასწავლებელთა გამოცდების განრიგი

„პროფესიული უნარების გამოცდის საკითხებს პედაგოგი პრაქტიკულ საქმიანობაში არ იყენებს“ - ისტორიის მასწავლებელი

„მაიძულეს გამოცდაზე გამოვსულიყავი თუ მუშაობის გაგრძელება მინდოდა“ - პედაგოგები პროფესიული უნარებ​ის ტესტს აფასებენ

„პროფესიული უნარების გამოცდა ჩასაჭრელად უფროა, ვიდრე მასწავლებლის ცოდნის გამოსავლენად“ - რუსთავის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი

„მასწავლებელთა გამოცდები არ გამარტივებულა“ - სოფო გორგოძე

„პედაგოგმა, რომელიც კომპეტენციას ვერ დაადასტურებს, აუცილებლად უნდა დატოვოს სკოლა“- დირექტორების შეფასებები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება