მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეს დავით ბეინაშვილს შეხვდნენ. დავითი 2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატის კასპის ეტალონი მოსწავლეა.
შეხვედრა ლამისყანის საჯარო სკოლაში მოეწყო, რომელსაც დავით ბეინაშვილთან ერთად პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა განათლების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ამ პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების როლზე ისაუბრეს.
„განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს ჩვენმა ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი დავითია. თავისი მონდომებითა და შრომით კასპის „ეტალონი“ მოსწავლე გახდა, რაც სხვა მოსწავლეებისთვის აუცილებლად გახდება მოტივაცია. სრულფასოვანი განათლების მისაღებად კი მნიშვნელოვანია სკოლა და სასკოლო გარემო. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიროიტეტია განათლების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ლამისყანის საჯარო სკოლაში წელს გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. გაკეთდება ღობე, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა და დამონტაჟდება პანდუსი“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. შეხვედრის ბოლოს რწმუნებულმა „ეტალონ მოსწავლეს“ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს