მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან 2 დღის განმავლობაში გამოცდიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა.
როგორც etaloni.ge-სთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი (დაახლოებით 16 200) გამოცხადდა.
„პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.
მასწავლებელთა გამოცდაზე დაახლოებით 31 500 აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათგან 10 000 მასწავლებლობის მსურველია, 20 000-ზე მეტი კი პრაქტიკოსი პედაგოგი.
იხილეთ ასევე: კახეთიდან ჩამოსულმა პედაგოგმა გამოცდაზე 20 წუთით დაიგვიანა - „ძლივს ვიპოვე სკოლა, პატრულმა დამაკვალიანა“
თბილისის N175 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა გამოცდაზე კიდევ ერთ პედაგოგს დააგვიანდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ