მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იტალიის მთვარობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბრიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება.
საელჩო ასევე უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.
ხელი შეეწყობა სამუზეუმო სივრცის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენებასაც, რაშიც სკოლები ჩაერთვებიან და მოსწავლეები მეტად გაეცნობიან იტალიურ კულტურას.
ამის შესახებ ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის კეთილგანწყობილ და მეგობრულ ურთიერთობებს და დადებითად შეფასდა ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობა.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან.
მხარეები შეთანხმდნენ მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც, რაც საგრანტო და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას გულისხმობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ