მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების შესახებ გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში განათლების ყველაზე კარგი სისტემა სამხრეთ კორეას გააჩნია. ინგლისი ამ ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე წელია, მოწინავე პოზიციებს აღარ იკავებს.
საერთაშორისო კონკურსები ინგლისის განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მას განათლების სასწავლო სისტემაში ცვლილებების ერთადერთ გზად მიიჩნევენ.
წარმოგიდგენთ 11 ქვეყანას, სადაც მოსწავლეების განათლების მაჩვენებელი მათემატიკაში ყველაზე მოწინავე პოზიციებს იკავებს:
ინგლისის სახელმწიფო სკოლის მინისტრი-ნიკ გიბის განცხადებით, დიდი ბრიტანეთში სასწავლო სისტემის გასაუმჯობესებლად მოსწავლეების სწავლების პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო.
ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსწავლეებს მათემატიკის ცოდნას ძალიან მკაცრად სთხოვენ, რაც მათ ცოდნაზე მნიშვნელოვნად აისახება. 2015 წლის მსოფლიო გამოცდებმა აჩვენეს, რომ განათლების თვალსაზრისით აზიური ქვეყნები მეცნიერების ცოდნაშიც მოწინავე პოზიციებს იკავებენ.
პროფესორი მულისის განცხადებით, აზიის ქვეყნებში მოსწავლეთა მაღალი მაჩვენებელი სტრატეგიული სასწავლო მიდგომებით არის განპირობებული. მისივე თქმით, სინგაპურში მოსწავლეთა მიღწევებმა ნათლად აჩვენეს, რომ ამ ქვეყანაში განათლებას დიდი პრიორიტეტი ენიჭება. საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის-დირკ ჰასტედის განცხადებით, მოსწავლეთა მიღწევების მთავარი გასაღები მასწავლებელია. 20 წლიანმა გამოკვლევებმა ნათლად აჩვენეს, რომ სამხრეთ კორეაში კლასები საკმაოდ მცირეა, რაც მნიშვნელოვნად გავლენას ახდენს მოსწავლეების სასწავლო მიღწევებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.