მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკეთის სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის ლეილა გოგელიას ხელმძღვანელობით, პროექტ-გაკვეთილი ''მეფე თამარი'' ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო მასალა მოიძიეს თამარ მეფის შესახებ, როგორც ლიტერატურული ნაწარმოებიდან, ისე ინტერნეტ-სივრციდან. ამ მასალებზე დაყრდნობით სლაიდ-შოუ მოამზადეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საკლასო ვიქტორინა ''ვინ მეტი იცის თამარის შესახებ'' ჩაატარეს, მოამზადეს კედლის გაზეთი, გამართეს დისკუსია და გამოთქვეს სურვილები თუ როგორ საქართველოში ისურვებდნენ ცხოვრებას.
''ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი შევიტყვეთ თამარ მეფის ცხოვრებაზე, მის ეპოქაზე. პროექტის ფარგლებში არაერთი აქტივობა წარმოვადგინეთ. მუშაობის პროცესი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ასეთი გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს სასკოლო ცხოვრებას'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.