სიახლეები
სიახლეები

„სკოლა თავად აკეთებს არჩევანს - ან გოგებაშვილის „დედა ენას“ გამოიყენებს ან სხვა სახელმძღვანელოს“ - მიხეილ ბატიაშვილი
16-07-2019
-
+


„როგორც სხვა ავტორებს აქვთ უფლება, რომ მათი „დედა ენა“ ისწავლებოდეს სკოლებში, ასევე იაკობ გოგებაშვილს აქვს უფლება, რომ მისი „დედა ენაც“ არსებობდეს სკოლაში ანუ ეს უბრალოდ ნიშნავს ახალი სასწავლო რესურსის დამატებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და დასძინა, რომ სკოლა თავად აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის - ან გოგებაშვილის „დედა ენას“ გამოიყენებს ან სხვა სახელმძღვანელოს.

„ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის თავისუფალი არჩევანი სკოლებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თავად წყვეტენ რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა გამოიყენონ პარალელურად გოგებაშვილის „დედა ენა“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მომზადებული „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შეტანა სკოლებში არ ნიშნავს რომ „ბუქები“ ჩანაცვლდება და სკოლაში საბეჭდი მანქანები დაბრუნდება.

„დღეს დამისვეს კითხვა, ხომ არ მოხდება „დედა ენით“ „ბუქების“ ჩანაცვლება. „ბუქები“ არა მარტო დაურიგდებათ, არამედ უფრო მაღალ ტექნოლოგიები შევა სკოლებში. გარწმუნებთ, არ ვაპირებთ „ბუქების“ ამოღებას და საბეჭდი მანქანების დაბრუნებას სკოლებში. ჩვენი მიზანია, მეტი ინოვაცია და ტექნოლოგიები სკოლებში და ამის პარალელურად ჩვენი კულტურული ფასეულობების დაცვა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრისგან განსხვავებით განათლების სფეროს წარმომადგენლების ნაწილი აღნიშნულ სიახლისადმი კეთილგანწყობილი არ არის. მათი შეფასებით, განცხადება რომ „დედა ენა“ სკოლებს უბრუნდება არასწორია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე არაერთი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოა იაკობ გოგებაშვილის მეთოდებით შექმნილი. როგორც განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა etaloni.ge-სთან საუბრისას განმარტავს, აღნიშნული პროცესები უსამართლო პოზიციაში აყენებს სხვა სახელმძღვანელოებს, რომლებმაც გრიფირების პროცესი პატიოსნად დაძლიეს.

„ზოგადად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შექმნილი სახელმძღვანელოები გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხაში ყოველთვის იყო. საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არსებობდა ასეთი სახელმძღვანელოები, უბრალოდ სხვადასხვანაირად ხდებოდა წიგნის ადაპტირება საჭიროებიდან და რეალობიდან გამომდინარე. დღესაც არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან რამდენიმე საკმაოდ საფუძვლიანად ეყრდნობა ანბანის სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ პრინციპებს და მეთოდს. შარშანაც გვქონდა და 30 წლის წინაც, შესაბამისად სიტყვა „დაბრუნება“ არარელევანტურია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან არაფრის დაბრუნება არ ხდება. საბოლოო რედაქცია გოგებაშვილის „დედა ენისა“ ერთი ერთში ნამდვილად არ ხდება, რადგან ამის წინააღმდეგი თავად გოგებაშვილის იქნებოდა, ვინაიდან შეუძლებელია მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი სახელმძღვანელოთი დღეს ვასწავლოთ.

აქ საუბარია გარკვეული ჯგუფის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოზე, რომელმაც თავის დროზე ვერ გაიარა გრიფირება. ამ სახელმძღვანელოს პრივილეგირებულ სიტუაციაში ჩაყენებაზე და გარკვეულწილად გრიფირების პროცესში ამ წიგნის ხელმეორედ შეტანა, ისეთ მდგომარეობაში როდესაც გრიფირების კომისიას ეცოდინება, რომ ეს სახელმძღვანელო არის ამ კომისიის მიერ შედგენილი, რაც ნამდვილად უსამართლო და არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სხვა ავტორებს ამ წიგნთან მიმართებაში. ამასთან, ვფიქრობ, ავტორების უსამართლო მდგომარეობაში ჩააყენებს, გრიფირების პროცესის დაიხვეწა სჯობს“, - აცხადებს რევაზ აფხაზავა.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი რომ იყოს, თავად გამოიყენებდა ელექტრონულ რესურსებს.

„ჩემი აზრით თანამედროვე სამყაროში, როცა ათასნაირი ალტერნატიული დამხმარე საშუალებები არსებობს, მხოლოდ სახელმძღვანელოზე ამხელა აქცენტის გაკეთება და  ელექტრონული რესურსების არ გამოყენება, იქნება დანაშაული. დარწმუნებული ვარ, გოგებაშვილი ჩვენი თანამედროვე რომ ყოფილიყო და ახლა ცოცხალი იყოს ყველა არსებულ საშუალებას გამოიყენებდა, მათ შორის ელექტრონულსაც, რომ კითხვის სწავლება უფრო სახალისო და საინტერესო გამხდარიყო 21-ე საუკუნის მოსწავლეებისთვის. გოგებაშვილი თავისი არსით იყო ინოვატორი და სიახლეებზე ორიენტირებული და ჩვენი ერი რატომ გახდა რეტროგრადი და სიახლეებისა და განვითარების მოშიში, ეს ცალკე კვლევის საგანია“,- განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

განათლების საკითხების ექსპერტის სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით, აღნიშნულ სახელმძღვანელოს შექმნაში და მის პრეზენტაციაში დახარჯული თანხები არაადეკვატურია.

„100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს. ამ „მიღწევის“ გამოსაცხადებლად სკოლის დირექტორებს, ყოფილ სპორტულ კომენტატორებს, ყოფილ განათლების მინისტრსა და მოქმედ პარლამენტის წევრებს, ტელევიზიებსა და საჯარო მოხელეებს თბილისიდან თელავში რომ ჩაიყვან, ჩანს, რომ ვერ ხვდები, რომ არაადეკვატურად ხარჯავ შენ ხელში არსებულ ძალაუფლებას. ეს იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების ყურადღების მობილიზება მოხდეს, რომ უკეთესი სკოლები გვქონდეს, უკეთესი მასწავლებლები და დირექტორები მოვიდნენ პროფესიაში, ახალი სასწავლო პროგრამები შეიქმნას, ახალი სახელმძღვანელოები, ახალი ელექტრონული რესურსები შეიქმნას და ა.შ“, - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ: სექტებრიდან პირველკლასელები „დედა ენის“ სახელმძღვანელოს მიიღებენ 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება