სიახლეები
საინტერესო

მითები საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ჩაბარებაში ხელი შეგიშალოთ
22-07-2019
-
+


მიუხედავად საზღვარგარეთ სწავლის შესახებ დიდი რაოდენობის ინფორმაციისა, ეს თემა უწინდებურად მითებითა არის მოცული. მოდით გავერკვეთ მათში.

საზღვარგარეთ სწავლა ძალიან ძვირია

მიუხედავად საზღვარგარეთ სწავლის მიმზიდველობისა, ხშირად მას სტუდენტები ხელმიუწვდომლად მიიჩნევენ. სწავლის, სავარაუდო, მაღალი ღირებულების გამო კი ბევრი აბიტურიენტი უცხოეთში სწავლაზე უარს ამბობს. 

მაგრამ თანამედროვე უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ხარისხიანი და ამასთან, ხელმისაწვდომი განათლების მიღება სრულიად რეალურია. იხილეთ მსოფლიოს ყველაზე იაფი უნივერსიტეტები ხარისხიანი განათლების მისაღებად.

იხილეთ ასევე - ევროპის ქვეყნები, სადაც უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლა ყველაზე იაფია

არსებობს სასურველი განათლების უფასოდ მიღების გზებიც. რა თქმა უნდა, საუკეთესო ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში განათლება იაფი არ არის, სამაგიეროდ არის ბევრი საგრანტო და გაცვლითი პროგრამა. განათლებისთვის გრანტს იძლევიან არა მხოლოდ უნივერსიტეტები, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და კერძო კომპანიები. არავინ ამბობს, რომ ასეთი გრანტის მიღება მარტივია, მაგრამ მონდომებად ღირს. 

ჩასაბარებელი დოკუმენტების მომზადება ძალიან რთულია

ალბათ, ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტში ჩასაბარებელი მოთხოვნების მოძიება, საჭირო დოკუმენტების შეგროვება და მათი თარგმნა - ეს იმდენად გრძელვადიანი და რთული პროცედურაა, რომ დედლაინამდეც კი ვერ მოესწრება. მაგრამ ამის გამო ნუ იღელვებთ. როგორც წესი ჩასაბარებლად საჭირო დოკუმენტების და დამატებითი მოთხოვნების ჩამონათვალი უნივერსიტეტის საიტზე მარტივად იძებნება. გარდა ამისა, საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტების უმეტესობა დოკუმენტებს ონლაინ იღებს და ფოსტით გაგზავნაზე დრო არ დაგეხარჯებათ. ერთადერთი პროცედურა, რომელზეც ღირს დიდი დროის და ენერგიის დახარჯვა - ეს არის სამოტივაციო წერილების და რეზიუმეს შედგენა, რომელიც ხშირად ჩასაბარებლად საჭიროა.

კიდევ უფრო რთულია ჩაბარება

თუ საკუთარ შესაძლებლობებს საღად შეაფასებ და საშუალო აკადემიური მოსწრებით ჰარვარდში ჩაბარებას არ შეეცდები, უმარავი საინტერესო ვარიანტის მოძებნა არის შესაძლებელი.  ამასთან, გახსოვდეთ: ბევრი დასავლური უნივერსიტეტი ვერ იტანს პლაგიატს ან გადაწერას - და სწორედ ეს შეიძლება დიპლომის დაკარგვად დაგიჯდეთ.

საუკეთესოდ უნდა იცოდე უცხო ენა

რა თქმა უნდა, უცხო ენის გარეშე საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრიც არ ღირს. აქ საკითხი დგას ენის ცოდნის დონეზე. ბევრს ჰგონია, რომ თუ ენის ტესტს მაქსიმალურ ქულაზე ვერ ჩააბარებს, საზღვარგარეთ სწავლაზე ვერც იოცნებებს.  IELTS-ის, TOEFL-ის ან DALF-ის მაღალ ქულებზე ჩაბარება კი მართლაც რთულია.

სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მკაცრადაც არ არის. სასწავლო დაწესებულებების და პროგრამების უმრავლესობა (საუბარი არ ეხება ჟურნალისტიკას და ლიტერატურას) არ ითხოვს ენის გამოცდაში უმაღლეს შედეგებს.

დღეს მსხვილი უნივერსიტეტები მრავალეროვანია და უცხო ენების ცოდნის სხვადასხვა დონეს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენ ინგლისურის გარდა, კიდევ რომელიმე ენა იცით - ეს შესაძლოა, დამატებითი პლუსად ჩაითვალოს გრანტზე განაცხადის შეტანისას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება