TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ჟახუნდერის საჯარო სკოლის პედაგოგებს სახელმწიფო რწმუნებული შეხვდა
18-07-2019
-
+


სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა.

რწმუნებული პედაგოგებს რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მოისმინა ინფორმაციები სკოლებში და სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებს მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე ესაუბრა და აღნიშნულ ინიციატივაზე მათგან დადებითი შეფასებებიც მოისმინა.

„ძალიან მიხარია პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რადგან სწორედ მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი გზა საქართველოს უკეთესი ნათელი მომავლისთვის. ვფიქრობ, მიმდინარე რეფორმის შედეგად, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენი რეგიონისა თუ ქვეყნის წინაშე დგას“, - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ პირადად რეგიონის ხელმძღვანელისგან მოესმინათ ინფორმაციები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

არჩილ ჯაფარიძე პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება