სიახლეები
სკოლები, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლა

ჭვინთის სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში
01-05-2017
-
+


ჭვინთის სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ''დედამიწის დღისადმი'' მიძღვნილ ღონისძიებებში.

ღონისძიებები მთელი აპრილის თვის განმავლობაში ხორციელდებოდა.  

როგორც ჭვინთის სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე აღნიშნავს, დასუფთავდა როგორც სკოლის, ისე სოფლის ტერიტორია:

''სატყეო უბნის რეინჯერის თანხმობით ტყიდან ჩამოტანილი იქნა და სკოლის ეზოში დაირგო სოჭის 22 ნერგი. ამ ნერგების ხეივანს ეწოდა „სამშობლოს დამცველთა ხეივანი“. გახარებულ ყველა ნერგს მიენიჭება ჩვენი სოფლის იმ მკვიდრის სახელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მსოფლიოს ააცილეს „ხაკისფერი ჭირი“ - ფაშიზმი. მათი შთამომავლები იზრუნებენ ამ ნერგების მოვლა-პატრონობაზე. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ხათუნა ხმალაძის ინიციატივით სართიჭალის სანერგე მეურნეობიდან შემოტანილი იქნა თელის და ჭადრის ნერგები, რომლებიც საჩუქრად გადაეცათ მუნიციპალიტეტის სკოლების XII კლასელებს, სკოლის ეზოში დასარგავად. ამ ინიციატივის ფარგლებში სკოლაში დაირგო 20 ნერგი. ვფიქრობთ, რომ ყველა შემდგომმა XII კლასელმა ამ ნერგებს შემატოს თავისი სახელობის ნერგი და ამგვარად გავაშენოთ ''მადლობის ხეივანი''.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება