მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს 27 ივლისიდან და თვის ბოლომდე კარგი ამინდები შენარჩუნდება. თუმცა, ამინდები არამდგრადი იქნება აგვისტოს დასაწყისში. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რაიონში იწვიმებს, ზოგან ელ-ჭექია მოსალოდნელი, ჩრდილო მთიან რაიონებში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. ღამის საათებშიც შენარჩუნდება მსგავსი ამინდი და ხვალ ინტენსივობა შემცირდება და დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს თვის ბოლოს ჩათვლით. 27-დან 31 ივლისის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა - 31-35 გრადუსი იქნება 30-31 ივლისს დაბლობ რაიონებში. 27 ივლისიდან გამოიდარებს სანაპირო რეგიონებში. ძალიან მაღალ სიცხეებს არ ვვარაუდობთ. ამასთან, არამდგრადად იწყება აგვისტოც. დაბალი ტემპერატურა არ იქნება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ არამდგრადი იქნება. უკეთეს ამინდებს ველით აგვისტოს შუა რიცხვებიდან და ვნახოთ როგორ იქნება“, - განაცხდა დოდო გვაზავამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით