TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო , რჩევები

ზაფხულში მოწამვლის 7 ძირითადი მიზეზი
25-07-2019
-
+


ზაფხულს თან ახლავს არა მხოლოდ დასვენება და მოგზაურობა, არამედ საკვებით მოწამვლის გაზრდილი რისკიც. 

პირველ რიგში, სიცხეში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და ცოცხალი პროდუქტები თვალსა და ხელს შუა ფუჭდება. მეორეც, შვებულებისა და მოგზაურობის დროს ხშირად ქუჩაში ვჭამთ, გვავიწყდება ხელების დაბანა.

გთავაზობთ ზაფხულში მოწამვლის 7 ძირითად მიზეზს:

პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფა და ცუდად გარეცხილი ბოსტნეული და ხილი


პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფა და ცუდად გარეცხილი ბოსტნეული და ხილი - ზაფხულის პერიოდში საკვებით მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მიზეზია. ადამიანებს ბუნებაში გასვლისას, ხშირად მხედველობიდან რჩებათ, რომ საველე პირობებში ძნელია ხელების კარგად დაბანა და პროდუქტების სწორად გარეცხვა.

სახლში მომზადებული საგზალი



საგზლად მომზადებული  კატლეტი და ქათამი სამგზავრო მაცივრის გარეშე შესაძლოა რამდენიმე საათში გაფუჭდეს. უკეთესია მოგზაურობისას თან მშრალ ორცხობილას, ცოცხალ გარეცხილ ბოსტნეულს, ვაკუუმი შეფუთულ ძეხვს და ბოთლის წყალს ან წვენს თუ წაიღებთ. 

მალფუჭებადი რძის პროდუქტები

იოგურტები, ხაჭო, კეფირი, მაწონი, რომელთაც მოკლე შენახვის ვადა აქვთ მაცივრის გარეშე ძალიან სწრაფად ფუჭდება.

ყინულიანი სასმელი და ჭიქის წვენები



დასასვენებლად ყოფნისას, განსაკუთრებით ეგზოტიკურ ქვეყნებში, ონკანის წყლის შესახებ გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა არასაკმარისად ხარისხიანი აღმოჩნდეს. ამიტომ ბოთლის წყალს ვყიდულობთ, მაგრამ დაუფიქრებლად ვენდობით კაფეში ნაყიდ ყინულიან კოქტეილებს. ყინული კი, სრულიად შესაძლებელია, ონკანის წყლით იყოს დამზადებული. იგივე ეხება ოჯახურ ლიმონათებს და წვენებს, თუ მათ არა ჰერმეტული შეფუთვით, არამედ ჭიქით ყიდიან. ასეთი სასმელი შესაძლოა იყოს გაზავებული. ამიტომ თუ დაწესებულება ნდობას არ იწვევს, მოითხოვეთ ბოთლის წყალი.

მწვადი

ზაფხულში მოწამვლა ხშირად გამოწვეულია მწვადით. დამნაშავე შესაძლოა იყოს ცუდი შეწვა, ასევე უხარისხო ხორცი.

ბუნებაში ჩვენივე ხელით შემწვარ ხარისხიან ხორცსაც შუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. როცა საუბარი ეხება ღორის ან ცხვრის ცხიმიან ხორცს.

გაჭრილი ნესვი და საზამთრო

ხშირად გამყიდველები მყიდველს საზამთროს გასინჯვის მიზნით სთავაზობენ, სახიფათოა არა თავად ხილი, არამედ დანა, რომელსაც ბაზრის პირობებში ისე არ ირეცხება როგორც საჭიროა. ამასთან თუ საზამთრო და ნესვი უკვე გაჭრილია, გაჭრის ადგილას შესაძლოა ბაქტერიები გამრავლდეს.  ასე რომ შეიძინეთ გაუჭრელი ხილი და არ დაგავიწყდეთ მისი კარგად გარეცხვა.

კრემიანი დესერტები




ზაფხულში კარაქიანი, ნაღებიანი ან ცილიანი კრემებით მომზადებული ტორტების და ნამცხვრების მირთმევა ცუდი იდეაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ კაფესა თუ მაღაზიაში დესერტი მაცივარში ინახება, თქვენ ზუსტად ვერ გეცოდინებათ, რა პირობებში მიიტანეს იგი ადგილამდე. თავის დაზღვევა უკეთესია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება