მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო „განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის“ ფარგლებში, „ახალი სკოლის მოდელის“ პირველი ეტაპით გათვალისწინებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეფორმის ფარგლებში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც თბილისის N21 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, შპს „აისი“ ახორციელებს და სახელშეკრულებო ღირებულება 386 468 ლარია.
„სამუშაოები სკოლის მესამე და მეოთხე სართულებზე მიმდინარეობს და მოიცავს საკლასო ოთახებს, სადაც მონტაჟდება მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები, ტარდება სამღებრო სამუშაოები, იცვლება იატაკი, ჭერში მონტაჟდება თანამედროვე, მეტად ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება. პროექტის ფაგლებში მოეწყობა ადაპტირებული სველი წერტილები და იცვლება ელექტროობა. სკოლაში ასევე იფუნქციონირებს ახლად რეაბილიტირებული 523 კვმ სპორტული დარბაზი.
რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური სამშენებლო მასალა, რომლებშიც ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა არ აღემატება ევროკავშირით დაშვებულ ზღვარს, გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია და მისი გამოყენება დასაშვებია სკოლებში და საბავშვო დაწესებულებებში. აღნიშნული მასალების გამოყენების ვალდებულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული „სამშენებლო მასალათა სპეციფიკაციის“ თანახმად ენიჭება“, - აცხადებენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება