მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოზარდების სქესობრივ მომწიფებას, თან თმის ამოსვლა ახლავს. თმიანობის მომატება ბევრისთვის საკმაოდ შემაწუხებელია და მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სკოლაში თანატოლების მხრიდან ეს საკითხი ბულინგს თემაც ხდება.
ლაზეროთერაპეტი სალომე ჯინჭარაძე etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მშობლებს, რომლებიც თავადაც დაღლილები არიან გაპარსვის პროცედურებით, ურჩევნიათ, მათმა შვილმა შედარებით ეფექტური მეთოდის გამოყენებით გადაჭრან თმიანობის პრობლემა ადრეულ ასაკიდანვე.
რა ასაკიდან შეიძლება ეპილაციის გაკეთება, ვისთვის არის სახიფათო და როგორ მიიღება სასურველი შედეგი? - ამ და სხვა კითხვებზე სალომე ჯინჭარაძემ გვიპასუხა.
-ადრეულ ასაკში, 12-13 წლიდან უკვე იწყება მოზარდებში ჭარბთმიანობა, მაგრამ ამ პერიოდში არ არის სასურველი, რომ ბავშვმა ეპილაცია გაიკეთოს. ადრე, ჩვენი მოზარდობის პერიოდში ან ნაკლები იყო ასეთი ჭარბთმიანობა, ან არ ვაქცევდით ყურადღებას. ახლა თმიანობას დიდ ყურადღებას აქცევენ და სურვილიც აქვთ, მოიშორონ. თმიანობა განსაკუთრებით მოქმედებს მოზარდებზე. სკოლაში განკითხვის და დაცინვის თემა ხდება და გოგონებს სასწრაფოდ უნდათ, შესაბამისი ზომები მიიღონ.
- რა ასაკიდან არის დაშვებული ეპილაციის გაკეთება?
-დააახლოებით 16 წლიდან. ჯერ ნივთიერებათა ცვლა უნდა დალაგდეს. 2 წელი მაინც უნდა იყოს გასული მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან და განრიგი უკვე შედგენილი უნდა ჰქონდეთ. მანამდე ორგანიზმში ქაოსია და შეიძლება ეპილაციამ არანაირი შედეგი არ გამოიღოს.
- რომელი ეპილაციაა მოზარდისთვის უფრო უსაფრთხო?
- ნებისმიერი სახის ეპილაცია - ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდი, ელექტროეპილაცია. მთავარია, ამ დროს ჰორმონალური ფონი უკვე დალაგებული იყოს, თუმცა, ექიმის კონსულტაციის გარეშე მაინც არ არის სასურველი ეპილაციის გაკეთება.
- და რა დროს შეიძლება ექიმმა აკრძალოს ლაზერული ეპილაციის გაკეთება?
- რაიმე სახის კვანძების არსებობისას ორგანიზმში და ონკოლოგიური პრობლემების დროს. ეპილაცია, ეს მაინც სითბოა და სითბო ეხმარება ასეთი ტიპის პრობლემებს გააქტიურებაში.
- თუ არის რომელიმე ზონა, სადაც საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა? მაგალითად, წლების წინ იღლიასთან შეხება ერიდებოდნენ ლაზეროთერაპევტები.
- არა, ასე არ არის. მხოლოდ მაშინ არ არის სასურველი ამ პროცედურის ჩატარება, როცა ის პრობლემა დგას, რომელზეც მოგახსენეთ. ნებისმიერი კვანძი შეიძლება დიდ პრობლემად გადაიქცეს. ამიტომ, ექიმის კონსულტაციის გარეშე ლაზერული ეპილაციის გაკეთებას არავის ვურჩევ. მე ასევე არ ვუკეთებ ეპილაციას ორსულებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ არის რეკომენდირებული ასეთ მდგომარეობაში ლაზერის გამოყენება. ბევრი ექიმი გასცემს რეკომენდაციას და არ უშლის თავის პაციენტს ორსულობისას ლაზერული ეპილაციის გაკეთებას, მაგრამ, ვინაიდან მე თავად ვთვლი, რომ არ არის სასურველი, არც ვაკეთებ. ყველას თავისი შეხედულება აქვს და შეუძლია ან მიიღოს პაციენტი, ან - არა. ეპილაცია ეს მაინც ტკივილის შოკია და ორსულობის შემთხვევაში მგრძნობელობა მომატებულია. შეიძლება ადრე იკეთებდა და არ აწუხებდა, მაგრამ ორსულობისას ეტკინოს და დისკომფორტი გამოიწვიოს, რაც ასევე საშიშია ნაყოფისთვისაც, თორემ თავად გამოსხივება არ არის საშიში და არც რაიმე გართულებას იწვევს.
მოზარდებისთვის ასევე არ არის პრობლემა შუგარინგი, გაპარსვა... ნებისმიერ დროს შეიძლება და არანაირი შეზღუდვა არ აქვს. როგორსაც გაუძლებს ბავშვი თუ მოზრდილი, იმის მიხედვით შეიძლება არჩევა.
- პარსვას ალბათ უფრო და უფრო ნაკლებად იყენებენ?
- დიახ, მშობელსაც ურჩევნია ასე. უნდათ, შვილებს კომფორტი შეუქმნან და ჭარბთმიანობასთან მუდმივი ჭიდილი არ ჰქონდეთ. თავადაც დაღლილები არიან ამ პროცედურებით და არ უნდათ, მათმა შვილმაც იგივე გზა გაიაროს.
- ეპილაციის სასურველი შედეგები რომელ ასაკობრივ ჯგუფში უფრო ადვილად დგება?
- მოზარდებში უფრო რთულად მიიღწევა სასურველი შედეგი, ვიდრე 40-45 წლის ასაკში. დიდი ასაკის შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლა შენელებულია და, შესაბამისად, შედეგიც უფრო კარგი მიიღება. 16 წლის მოზარდებიც არიან ჩვენი პაციენტები, მაგრამ, ძირითადად, მაინც 20 წლის შემდგომ მოდიან.
- ბიჭები თუ მოგმართავენ?
- დიახ, ბიჭებსაც აქტიურად უნდათ თმის მოცილება. ფეხები, ხელები, გულმკერდი, ბეჭები, ღაწვები, ყელი, კისერი - ამ ზონებს იკეთებენ. უფრო ხშირად სპორტსმენები მოგვმართავენ, მაგრამ სხვებიც აქტიურობენ.
- ბიჭებთან უფრო ადრე დგება შედეგი თუ გოგონებთან?
- ინდივიდუალურია, ორგანიზმზეა დამოკიდებული და ბიჭია თუ გოგონა, ნაკლები მნიშვნელობა აქვს.თავიდან, პაციენტს უწევს თვეში ერთხელ პროცედურის ჩატარება. ასეთი ერთი კურსის ხანგრძლივობა ერთიდან რვა პროცედურამდეა და ესეც ორგანიზმზეა დამოკიდებული. 6-8 პროცედურის შემდეგ შეიძლება მივიღოთ ის შედეგი, რომ საჭირო იყოს ეპილაციის გაკეთება 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ. არის შემთხვევები, როცა წელიწადნახევარი იკეთებენ ორთვიანი შუალედით და პროცედურებს შორის ინტერვალი ისეთი დიდი არ არის, როგორიც სხვა შემთხვევაში. შედეგს იმას ვეძახით, როცა უკვე ამოდის უფერული, უსუსური თმა, რომელსაც პარსვა არ სჭირდება და 3, 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ უწევთ გაკეთება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...