TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

იდეალური იქნება აგვისტო ვერძებისთვის, ლომებსა და... - კიდევ რომელი ორი ზოდიაქოს ნიშანი მიაღწევს წარმატებას
29-07-2019
-
+


„ლომის ზოდიაქო შემოვიდა და წითელი ამ პერიოდში ყველაზე წარმატებული ფერია“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი და აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად მიმოიხილავს.

აგვისტოს 1-ში ახალი მთვარეა და ცოტა დაიძაბება სიტუაცია, მეორე რთული პერიოდი 13-18 აგვისტოს შუალედია, სავსე მთვარის დროს. დანარჩენი პერიოდი 28 აგვისტოს ჩათვლით ყველა ზოდიაქოსთვის ძალიან კარგია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ველშია.

ხუთშაბათს ახალი მთვარეა და არავითარი ახალი საქმე არ დაიწყოთ, ყველაფერი უკუღმა წარიმართება. შემდეგი ახალმთვარეობაა 30 აგვისტოს და ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდები.

ვერძებს აგვისტოში განსაკუთრებულად კარგი პერიოდი გაქვთ, ამიტომ მისი მოშურნეები გააქტიურდებიან. ამან შეიძლება სამსახურში ინტრიგები გამოიწვიოს. ბევრს ნუ ილაპარაკებს საკუთარ წარმატებებზე.

კუროს შვებულებაში გასვლას ვურჩევ, მისი ენერგოტონუსი ეცემა და ამიტომ ადვილად იღლება. ყველაზე დიდი პრობლემაა მისი სიზარმაცე და სიჯიუტე. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდი აქვს. მთავარია არ გადაიტვირთოს.

ტყუპები აქტიური და შარმიანია. იდეალური იდეები აქვს და თუ განახორციელებს სექტემბერში და ოქტომბერში სასწაულ წარმატებას მიაღწევს. უნდა ეცადოს რომ დიქტატურას მოეშვას, რადგან ამით თავისი გუნდი არ გააღიზიანოს.

კირჩხიბებს საქმიანი კუთხით გადასარევი პერიოდი აქვთ, მაგრამ ენერგიის ნაკლებობას უჩივიან, ამიტომ საქმე და სამსახური შეუხამეთ ერთმანეთს. იფრთხილეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში აგვისტოში, თავი შეიკავეთ კამათისთან.

ლომებო, თქვენთვის ამაზე საუკეთესო პერიოდი არ არსებობს. ყველაფრისთვის საუკეთესო პერიოდია. დიდხანს ელოდით და ახლა თქვენი დროა. გამოიყენეთ ყველა შანსი რასაც ცხოვრება შემოგთავაზებთ.

ქალწულებს წლის მანძილზე ყველაზე დაბალი ენერგოტონუსი აქვთ. აუცილებლად უნდა დაისვენოთ, რომ ენერგია შეინარჩუნოთ. არავითარი ახალი საქმე, ბუნება იდეალურია თქვენთვის. 23 აგვისტოდან კი თქვენი დრო იწყება.

სასწორს ძალიან საინტერესო პერიოდი აქვს, პროდუქტიული, ეფექტური და შემოქმედებითია. მაგრამ წყალქვეშა დინებებიდან უფროსების მხრიდან ზედმეტად ჩარევის პრობლემები აქვს.

მორიელის ენერგოტონუსი მცირდება. შეიძლება დაისვენოს ან მ,შვიდ რეჟიმზე გადავიდეს. თან თუ დაისვენებს და თან იმუშავებს და ამას სწორად გადაანაწილებს იდეალური იქნება მისთვის. გადატვირთვა გამოიწვევს ემოციურ გაღიზიანებას.

მშვილდოსნებისთვის საუკეთესო პერიოდია ემიგრაციისთვის და იქ დარჩენისთვის. ასევე დიდი შანსია უცხოეთში მყოფი მშვილდოსნებისთვის დაქორწინება დაოჯახებისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ.

თხის რქებს პრობლემები გექნებათ, რადგან შინაგანად გადაღლილები ხართ. კონფლიქტები გელოდებათ კოლეგებთან, პარტნიორებთან, მაგრამ შანსი გაქვთ მოულოდნელად მიიღოთ ფული, რაც ხასიათს გამოგიკეთებთ.

მერწყულებისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება 4 აგვისტოდან. ძალიან ქარიზმატულები ხდებით, შეიძლება ისეთი თანამშრომლების ჯგუფი იპოვოთ, რომლებიც თქვენს იდეებს საუკეთესოდ გაიზიარებენ. ასევე გაქვთ მემკვიდრეობით მიღებული ქონების ალბათობა და საოჯახო ბიზნესის დაწყების შანსი.

თევზების ენერგოტონუსი ეცემა, მაგრამ საქმიანი კუთხით წარმატებული პერიოდი გაქვთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და არ აღმოჩნდეთ მოტყუებული. ძალიან პრაგმატულები უნდა იყოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება