სიახლეები
სიახლეები

„მოძველებულმა ტექნიკამ უამრავი მასწავლებელი „აატირა“ - ისტ-ის პედაგოგები გამოცდის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ
29-07-2019
-
+


2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდით უკმაყოფილოები არიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელები, რომლებიც etaloni.ge-თვის მოწოდებულ წერილში გამოცდის ხარვეზებით წარმართვაზე საუბრობენ.

როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, გამოცდა მოძველებული ტექნიკის, არასწორად გადანაწილებული დროის და უამრავი სხვა ხარვეზის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც მასწავლებლების ემოციურობაზე საშინლად იმოქმედა, ამიტომაც ისინი გამოცდის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

პედაგოგების მიერ მოწოდებულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა სრულიად საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ი.ს.ტ.) მასწავლებელთა გამოცდის „ხარვეზებით“ ჩატარების შესახებ ჩვენი გულისტკივილი გაუწყოთ და იმედი გვაქვს, თქვენი გულისხმიერების და გამოსწორებადი ნაბიჯის გადადგმის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეისათვის ისტ-ის საგანზე დგას ყველა სხვა საგნის წარმატება და წინსვლა. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპი ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სასწავლო პროცესს. ტექნოლოგიების გამოყენება განუყრელი ატრიბუტი გახდა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების. შეგახსენებთ, რომ ისტ ყველა დანარჩენი საგნის კოლეგას ეხმარება პრობლემების აღმოფხვრაში და ზოგადად პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებაში, რათა მათ მეტ-ნაკლებად გადაჭრან აქტუალური პრობლემები, რაც მოსწავლეებს გააუმჯობესებინებს ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგებს, რასაც თითოეული საგნის მასწავლებელი აქტიურად იყენებს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

ჩვენ ისტ-ის პედაგოგები, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში თავაუღებლად, უანგაროდ ვეხმარებით და ვასრულებთ არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი კოლეგების შესასრულებელ დავალებებს.

2019 წლის პრაქტიკის გამოცდის შერჩეულმა ტესტმა, რომელიც ჩატარდა დიდი ხარვეზებით ყველა ჩვენთაგანის (დიახ ერთ პრაქტიკოს მასწავლებელს და გამოცდის ჩაბარების მსურველს  ვერ იპოვით კმაყოფილს) გაღიზიანება გამოიწვია, რადგან გამოცდა არ იყო სწორად წარმართული უამრავი პრობლემების გამო: არ იყო სწორად დრო შერჩეული, საკითხების სიწვრილმანის და უამრავი დავალების შესრულებისა, რომელიც არ გვაშინებს არცერთს და თუ დროს სწორად შეგვიფარდებთ, გარწმუნებთ უმრავლესობა თავს წარმატებულად გაართმევს, ეს შეგვიძლია თუნდაც დაგიმტკიცოთ ხვალვე, თუკი ისევ დაგვსვავთ საგამოცდოდ ნორმალურად მომართულ კომპიუტერებთან, რადგან ზოგან მოძველებულმა ტექნიკამ უამრავი მასწავლებელი „აატირა“ - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გეტყვით, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია, რადგან პრაქტიკა მართლაც საკმარისი გვაქვს და ჩვენ არ გვაშინებს არანაირი გამოცდა....

მოვითხოვთ თუნდაც ხვალვე ჩაგვიტარონ სწორად, შესაფერისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გამოცდა, გაითვალისწინონ დროის ფაქტორი - დავალებების შესაფერისად და დაგვანახონ ჩვენი შესაძლებლობები, რომლებითაც თქვენც დაგიმტკიცებთ, რომ ვართ არაჩვეულებრივი მასწავლებლები, რათა არ ვიგრძნოთ თავი დამცირებულად და განაწყენებულად, მოვითხოვთ დააფასონ ჩვენი შრომა, რათა თავაწეული და დამშვიდებული შევხვდეთ მომავალ 2019-2020 სასწავლო წელს!

იმედია, ყველა იმედგაცრუებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი გამოხატავს ამ წერილზე დაკლიკებით თანადგომას და დასტურს, რათა მათი ინტერესების მიხედვით იქნა ეს წერილი შედგენილი და კიდევ ერთხელ დაგანახებთ ჩვენს აღშფოთებას ჩატარებული გამოცდის თაობაზე და იმედს ვიტოვებთ მის გამოსწორებასთან დაკავშირებით“ - პატივისცემით, სრულიად საქართველოს ი. ს. ტ. - ის მასწავლებლები“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარებით დაიწყო და 21 ივლისს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით დასრულდა.

ასევე იხილეთ: 2019 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

მასწავლებელთა გამოცდების შედეგები სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

საინტერესო

წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში

თითოეული ქვეყნის პერსონაჟი არა მხოლოდ უნიკალური, არამედ თავისი კულტურის რეპრეზენტაციაცაა 

დედა მეუბნება, რომ კარგი იქნება თუ თოვლის ბაბუას კონკრეტულ საჩუქარს დავაბარებ, მაგრამ მე ჯადოსნური ჯოხი მირჩევნია

სიახლეები
საზოგადოება
Loading...