მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაფხული ბავშვისთვის იდეალური პერიოდია ბუნების შესასწავლად. რამდენი რამის შეხება, დაყნოსვა თუ გასინჯვა არის შესაძლებელი. მაგრამ ყველაზე საინტერესო ხშირად ყველაზე სახიფათოა.
რა არის აუცილებელი რომ ბავშვს ავუხსნათ?
არ შეიძლება გარეული ცხოველების მოფერება
ბუნებაში დასვენებისას ბავშვები ხშირად გარეულ ცხოველებს - ზღარბებს, ციყვებს, მინდვრის თაგვებს აწყდებიან. მათ კარგად უნდა ავუხსნათ, რომ მათ ხელის მოკიდება არ შეიძლება, შესაძლოა ეს ცხოველები ცოფის გადამტანები აღმოჩნდნენ.
ხშირად, სწორედ დაავადებული ცხოველები კარგავენ ჩვეულ სიფრთხილეს და ადამიანს არ ერიდებიან. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი ე.წ. ზოუანთროპონური ინფექციები, რომლითაც ცხოველებს ადამიანების ინფიცირება შეუძლიათ. როგორც წესი, ასეთი დაავადებების მიმდინარეობა მძიმეა, მკურნალობა კი ხანგრძლივი.
სახიფათოა ფრინველის ბუმბულით თამაში
უთხარით ბუნების პატრა მოყვარულს, რომ შეიძლება ფრინველის კვერცხების, ახლადგამოჩეკილი ბარტყების და ბუდის ხელისხლება - შესაძლოა ჩიტი არ დაბრუნდეს და ბარტყები დაიღუპებიან.
გარდა ამისა, არ ღირს ჩიტების ბუმბულებით თამაში - შესაძლებელია ორნიტოზით დასნებოვნება.
არ შეიძლება ტყის უცნობი კენკრის მირთმევა და სოკოებით თამაში
მშობლების ნებართვის გარეშე ტყის კენკრის ჭამა არ შეიძლება. ტყის ბევრი შხამიანი მცენარის ნაყოფი მოცვს წააგავს, (მაგალითად, მაჯაღვერი) მაგრამ მათი ჭამა აკრძალულია.
კენკრისგან განსხვავებით, ბავშვს სოკოს გასინჯვა ნაკლებად მოუნდება, მაგრამ შესაძლოა მოგლიჯოს და ითამაშოს. მაგრამ შხამიანი სოკოს ხელებზე დარჩენილი ნაწილებიც საფრთხეს წარმოადგენს. სახიფათოა - თუ მაგალითად, სოკო მოგლიჯა და შემდეგ ხელი პირში ჩაიდო ან იმავე ხელებით რაიმე შეჭამა.
სახიფათოა უცნობი მცენარეების მოგლეჯა
ჭინჭარი - მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე უვნებელია. მაგრამ, მაგალითად, დიყის ზოგიერთი სახეობა შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ მცენარის 21 სახეობა არის გავრცელებული.
საფრთხეს წარმოადგენს ასევე ზოგიერთი მცენარის ყვავილი. ზოგადად შხამიანი მცენარეების უმეტესობა ძირიდან ყვავილებამდე სახიფათოა: არ შეიძლება, როგორც მათი კანთან კონტაქტი, ისე დაყნოსვა.
არ ღირს მწერებისთვის ხელისმოკიდება
პირველ რიგში მათ შეუძლიათ კბენა, მეორეც, შხამიანი სითხის გამოყოფა. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ყვავილებთან - იქ შესაძლოა იმალებოდნენ კრაზანები და ფუტკრები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.
IZRUNE.GE ბათუმში! - წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ამჯერად შავიზღვისპირეთში გაიმართა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მათ სკოლის ბიბლიოთეკიდან შეარჩიეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები და წაიკითხეს მათი საყვარელი სიუჟეტები
სკოლის დირექტორმა, ბატონმა ბახრატ ისაევმა ფიზიკის პედაგოგ ბელა ბედიაშვილსა და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა სიგელები
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე