მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხეზე და ახალციხის ციხეზე შეყვარებული ამერიკელი წყვილი უკვე მესამედ იმყოფება საქართველოში და ისევ სტუმრობს ციხეს, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა უკვე ტრადიციად ექცათ.
ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ჯერ კიდევ 2017 წელს მათ ახალციხეში ქორწინების 35 წლისთავი აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ კარენ და მაიკლ პეტერსონები ბევრს მოგზაურობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უკვე მესამედ ჩამოვიდნენ და იმედი აქვთ კიდევ არაერთხელ ჩამოვლენ.
„ოჯახს საქართველოსთან გაცვლითი პროგრამით დამეგობრებული ორი შვილობილი აკავშირებს, ამჯერად კი მათთან ერთად საქართველოს სტუმრობს იმავე პროგრამის ახალი მონაწილე ხიმენა ჰიდალგო კოსტა-რიკიდან, რომელიც არანაკლებაა მოხიბლული საქართველოთი და სურს, რომ მისმა თანამემამულეებმაც მოინახულონ ეს ულამაზესი და სტუმართმოყვარე ქვეყანა.
ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ სტუმრებს სიურპრიზი მოუწყო და სამახსოვრო საჩუქრებით დახვდა, სტუმრები განსაკუთრებით ახალციხის ციხეზე გაშენებული ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან დაწურულმა ღვინომ აღაფრთოვანა. სამახსოვრო ფოტოების გადაღებისა და ციხის ისტორიული ნაწილის კიდევ ერთხელ, საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ კმაყოფილი ოჯახი არაერთხელ შეხვედრის იმედით დაგვემშვიდობა“, -ნათქვამია ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით