მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
25 ივლისს, „შატო - მუხრანში“ მცხეთა - მთიანეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარის ნინო დოლიშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პრეზენტაცია გაიმართა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა ბიბილეიშვილმა, ორგანიზაციის ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 საჯარო სკოლის დირექტორს სოფიო კუბლაშვილს და სამოქალაქო განათლების პედაგოგს ნინო დოლიშვილს სერტიფიკატები გადასცა.
სერტიფიკატები გადაეცა ასევე რეგიონის 8 გამორჩეული სკოლის დირექტორს და პედაგოგს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: აშშ საელჩოს წარმომადგენელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის განყოფილების წარმომადგენელი, მასწავლებელთა სახლის ტრენერები, პროექტ - „სამართლებრივი კულტურის“ მონაწილე პოლიციელები, გორის კოლეჯ „განთიადის“ დირექტორი; არასამთავრობო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი - ნანა ჩქარეული და სახელმძღვანელოს - „მოქალაქეობა“ (7 კლასი) ავტორთა გუნდი: ე. სიმსივნე მ. გოგუაძე მ. ჯინჭარაძე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება