სიახლეები
საინტერესო

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს
29-07-2019
-
+


D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმისთვის - იგი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ათვისებას, ასევე ძვლოვან ქსოვილებს მინერალებით ამდიდრებს და არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. იგი აუცილებელია კარგი სიმაღლისთვის, ძვლების გაძლიერების და ჯანმრთელი ნერვული სისტემისთვის. როგორც ცნობილია, ეს ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მზის ზემოქმედებით სინთეზირდება.

რა სიმპტომები აქვს ბავშვებში D ვიტამინის ნაკლებობას

მთავარი საფრთხე ბავშვებში D ვიტამინის ნაკლებობის ეს არის რაქიტის სიმპტომების გაჩენა, კერძოდ - ძვლების დეფორმაცია და ნერვული სიტემის პრობლემები. ყველაზე ხშირად ამ დაავადებისადმი დაუცველები არიან ადრეული ასაკის ბავშვები 2-3-წლამდე.

მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებში კი D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია გამოიწვიოს, პირველი ძვლების მსხვრევადობის გაზრდას, მეორე კი მათ დეფორმაციას იწვევს.

სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია პრობლემის დროული აღმოჩენა.

ბავშვებში D ვიტამინის ნაკლებობის ადრეული ნიშნები:

  • მომატებული აგზნებადობა;
  • ცუდი ძილი;
  • ძლიერი ოფლიანობა ძილისა და ჭამის დროს;
  • ოფლის მჟავე სუნი;
  • კანის ქავილი;
  • თმის ცვენა;
  • ბავშვს უჭირს ჯდომა, ხოხვა ან სიარული;
თუ აღნიშნულ სიმპტომებს ამჩნევთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომ არ დაუშვათ გართულება.

იმ შემთხვევაში კი თუ D ვიტამინის ნაკლებობის პირველი სიმპტომები შეუმჩნეველი დარჩა, მაშინ დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს:

  • თავის ქალა დეფორმირდება;
  • ყიფლიბანდი რბილდება და არ იხურება;
  • დეფორმირდება ხერხემალი;
  • საკმაოდ გვიან ჭრის კბილები;
  • სუსტდება სხეულის კუნთები;

შემდგომში შესაძლებელია გამოიწვიოს გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.

დღესდღეისობით დაავადება იშვიათად მიდის მსგავს შემთხვევებამდე, ამიტომ  შემდგომი ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად ექიმისთვის დროული მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

D ვიტამინის შემცველი პროდუქტები

D ვიტამინს ბავშვის ორგანიზმში მოხვედრა შეუძლია საკვებთან ერთად, მზიან ამინდში სეირნობისას და ასევე სამკურნალო პრეპარატების სახით. სწორი და დაბალანსებული კვება - ბავშვისა და მისი დედის ჯანმრთელობის ერთ-ერთი საფუძველია, ამიტომ მნიშვნელოვანია, სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება და ასევე ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების ჭამა.

პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს შეიცავენ:

  • ცხიმიანი ჯიშის თევზები და თევზის ქონი;
  • კვერცხი;
  • საქონლის ღვიძლი;
  • რძის პროდუქტები: რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი;

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება