სიახლეები
სიახლეები

„გრიფირების პროცესი აღმოჩნდა ყალბი“ - ქუთაისელი პედაგოგი მიხეილ ბატიაშვილს მიმართავს
30-07-2019
-
+


ქუთაისელი მათემატიკის მასწავლებელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს წერილით მიმართავს და მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის დანაშაულებრივ საკითხებზე რეაგირებას სთხოვს.

განათლების აკადემიური დოქტორის დიმიტრი გოშხეთელიანი წერილში V, VI, VII კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოებში არსებულ არასწორად შედგენილ პროგრამასა და არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

etaloni.ge გთავაზობთ განათლების აკადემიური დოქტორის დიმიტრი გოშხეთელიანის წერილს:

„ბატონო მიხეილ, ცნობილი ფაქტია, რომ დღეს ჩვენს სკოლებში მათემატიკური განათლების მიღება დიდ პრობლემას წარმოადგენს, უწინარესად, არასწორად შედგენილი სტანდარტის, პროგრამისა და განსაკუთრებით, სახელმძღვანელოების გამო. ისინი ელემენტარულ დონეზე ვერ პასუხობს სასკოლო განათლების მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ხელისშემშლელია მოსწავლის განვითარებისათვის. სამწუხაროდ, გრიფირების პროცესის შედეგად წლების მანძილზე არსებულ სახელმძღვანელოებს ისევ მიენიჭა გრიფი და სკოლებში კვლავ სავალდებულო სასწავლო რესურსად იქცა.

ბატონო მინისტრო, მაფიქრებს ინერტულობა და უმოქმედობა იმ ადამიანებისა (მეცნიერები, პედაგოგები, საზოგადო მოღვაწეები, მშობლები, მოსწავლები...), რომლებიც სინამდვილეში ხმას უნდა იღებდნენ. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ღია წერილით მომემართა თქვენთვის და მეჩვენებინა ჩემი, როგორც პროფესიონალის, ხედვა გამოსავლის პოვნის მიზნით (წარჩინებით მაქვს დამთავრებული ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი მათემატიკის მასწავლებლის სპეციალობით, ვარ განათლების აკადემიური დოქტორი, ოთხ ათეულზე მეტი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი მათემატიკაში, დაწყებული პირველი კლასიდან).

მე თავად გახლდით ჩართული სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესში, კერძოდ, ჩემი ავტორობით წარდგენილი მქონდა მე-7 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო და საკუთარ თავზე ვიწვნიე არსებული სტანდარტის გადახედვის მცდელობისა და უკეთესი სახელმძღვანელოს შექმნის შედეგი. სახელმძღვანელოს ხომ ის უპირატესობა უნდა ჰქონდეს, რომ მისი გაგება საშუალო დონის მოსწავლემ, ძირითადად, დამოუკიდებელი სწავლით შეძლოს?! სამწუხაროდ, აწ უკვე გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა ეს ვერ აჩვენა. აქ ისმის მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად სწორია, აღნიშნული სახელმძღვანელოები შევინარჩუნოთ კიდევ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში და დავაკომპლექსოთ მოსწავლეები? – ვფიქრობ, ეს არის დანაშაულზე თვალის დახუჭვა და მისი ხუთი-ექვსი წლით დაკანონება.

მაგალითად: მე-6 კლასის ერთ-ერთ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში შეტანილია პარალელოგრამის ფართობი, ტრაპეციის ფართობი, მრავალკუთხედის ფართობი, წრის ფართობი, პროცენტის პროცენტზე ამოცანები, ისეთი განტოლებები, რომელთა ამოხსნა მოითხოვს უარყოფითი რიცხვის ცნებას. ეს საკითხები არ არის გათვალისწინებული სტანდარტით და ცალკეა განსახილველი,საკითხავია, რამდენად გასაგები იქნება მე-5-მე-6 კლასელთათვის.

მე-7 კლასის მატემატიკის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ პარაგრაფში, ერთ გვერდზე,  მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა - ერთწევრი, მრავალწევრი, მოქმედებები ერთწევრსა და მრავალწევრზე. ამასთან, ამ საკითხების შესწავლაზე გამოყოფილია სულ რაღაც 4 საათი. ნებისმიერი პროფესიონალი დამეთანხმება, რომ ეს არის აბსურდი. არსებულ ძველ და ახალ უცხოურ სახელმძღვანელოებში ამ საკითხების შესწავლისთვის გამოყოფილია მინიმუმ 20 საათი და მას დათმობილი აქვს 10-15 პარაგრაფი;

მე-7 კლასის ერთ-ერთ გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში საერთოდ არ არის შეტანილი ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პროპორცია, პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულებები, პროპორციის ნაწილებად დაყოფა და ა. შ. საინტერესოა ავტორის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, როცა მიუთითებს, რომ ეს საკითხები შეიტანა მე-6 კლასში. ამავე მე-7 კლასის წიგნში მშრალად არის მოცემული გეომეტრიის საკითხები და მწირედ – პრაქტიკული. არადა, გეომეტრიის საგნის სწავლება უფრო მეტად დატვირთულ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაო რესურსს მოითხოვს.

ბატონო მიხეილ, მზად ვარ, სასურველ დროს ნებისმიერი სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერში თქვენთან და სხვა ავტორებთან ერთად განვიხილო მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოებსა და პროგრამებთან დაკავშირებული ეს საჭირბოროტო საკითხები, რადგან  მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ“, - ნათქვამია განათლების აკადემიური დოქტორი დიმიტრი გოშხეთელიანის მეირ გავრცელებულ წერილში.

წერილის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება