მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდასთან დაკავშირებით აპლიკანტების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს.
როგორც წინა მასალაში ვწერდით, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ნაწილის თქმით, პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი ხარვეზების ფონზე მიმდინარეობდა, რაც აპლიკანტებისთვის დამატებითი სტრესის შემქმნელი იყო.
აღნიშნულის საპასუხოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ ტექნიკურ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევა მხოლოდ 2 საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა, რის გამოც აპლიკანტებს დრო დაემატათ, ხოლო ამის გამო ცენტრში მხოლოდ 1 საპრეტენზიო განაცხადი შევიდა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემოსულია მხოლოდ 1 საპრეტენზიო განაცხადი. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპიუტერებს გადატვირთვა 23 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ 2 ცენტრში დასჭირდათ. თითოეული ტექნიკური ხარვეზის გამოვლენისას, გამოცდაში მონაწილეს შესაბამისი დრო დაემატა, რათა აპლიკანტის საბოლოო შედეგზე პრობლემას გავლენა ვერ მოეხდინა. გარდა ამისა, პედაგოგები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან საკუთარი შედეგებით, სხვა მასწავლებლებთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლას ნოემბრის თვეში შეძლებენ“,-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით